გვანცა წულაია
20.02.2024

საქართველოში დასაქმებულთა მაჩვენებელი იზრდება და შედეგად მცირდება უმუშევრობა. მართალია, ეს უკანასკნელი ქვეყნისთვის მაინც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დაუსაქმებელია, მაგრამ მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია. ეკონომიტები ადასტურებენ, რომ საქართველოში არსებული სურათი იცვლება, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ დადებითი შედეგი ნელი ტემპით მიიღწევა.

რეზონანსი
20.02.2024

საქართველოში ბუნებრივი სტიქიური მოვლენების გააქტიურებაა მოსალოდნელი და ეს სავარაუდოდ კავშირშია კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან - ამის შესახებ ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" საუბრობს და ასახელებს კონკრეტულ ზონებს, სადაც მოსალოდნელია მეწყერი.

გვანცა წულაია
20.02.2024

საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სიღარიბეა, თუმცა ქვეყანაში არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორც ამას ოპოზიცია წარმოაჩენს. განსაკუთრებით კი ბავშვების "შიმშილობის" კუთხით. საქართველოში დაახლოებით 233 ათასი არასრულწლოვანია სოციალურად დაუცველი, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, ისინი დღე და ღამ "შიმშილობენ”. ექსპერტების მოსაზრებით, ასეთი განცხადება, უბრალოდ, პოპულიზმია, რაც საარჩევნოდ ქულების დაწერას ემსახურება.

რეზონანსი
20.02.2024

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს აფხაზეთში მოგზაურობისას  მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. ამის მიზეზად დასახელდა აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსი ტურისტის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულ ადგილობრივ ახალგაზრდას სასჯელი შეუმსუბუქა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ მოსკოვის პოლიტიკის ცვლილების დასაწყისს?

ელზა პაპოშვილი
20.02.2024

საბერძნეთში კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ბერძნული მედია  წერს, რომ კიდევ ერთ ქართველს ეძებენ, რომელმაც თავს გაქცევით უშველა. საუბარია 6 ადამიანზე, რომლებიც საქართველოს, ბულგარეთის და საბერძნეთის მოქალაქეები არიან და ასევე არ არის გამორიცხული დაკავებულთა წრე  გაიზარდოს. საქმის მასალების მიხედვით, აღმოსავლეთ სალონიკში კაფეებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ. წაღებულია 20 000 ევროზე მეტი თანხა და 6 600 ევროს ღირებულების თამბაქო. 

თამთა ჩაჩანიძე
20.02.2024

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერთვება, ამასთან აცხადებს, რომ რჩება „უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ". იურისტების განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავისთავად ეკრძალება როგორც არჩევნებში კანდიდატურის დაყენება და ხმის მიცემა, ისე საარჩევნო პროცესში ჩართვა და თუნდაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წამოყენება ჩრდილოვან კაბინეტში. თუმცა, როგორც იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" აცხადებს, კონკრეტულად რა აკრძალვა აქვს დარღვეული და რა ქმედება აქვს განხორციელებული, სასამართლომ ყოველი კონკრეტული შემთხვევა ცალკ-ცალკე უნდა განიხილოს და ცალ-ცალკე დაადგინოს რა სასჯელი თუ სახდელია ამისთვის.

ნაზი ბერიძე
20.02.2024

რუსეთი აუცილებლად შეეცდება საქართველოში წელს დაგეგმი საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ და სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, იმაზეც საუბრობენ, თუ რაში შეიძლება ეს გამოიხატოს. მათი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ჩარევა უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, რუსეთის შესაძლო ჩარევაზე საუბრობენ როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები.

თამთა ჩაჩანიძე
19.02.2024

ოპოზიცია ჩრდილოვან კაბინეტზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და „სუს-ისა და „ოცნების" მიერ გავრცელებულ ჭორს" უწოდებს. მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ ის გვარები, რომლებიც ამ ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობაშია, ამომრჩეველს უბიძგებს, რომ „მათ ხმა არ მისცეს". ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობაში ოპოზიციას დიდ „ერთიან ნაციონალურ მოძაობად" მოიხსენიებენ.

ქეთო გოგოხია
19.02.2024

მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო საქართველოში რეალური სექტორი ვერ ვითარდება. ბიზნესი ვერ ახორციელებს პროექტებს, რამაც სექტორის გაძლიერება უნდა უზრუნველყოს. შესაბამისად, პრობლემა საბოლოოდ მომხმარებლის ჯიბეზე აისახება, რომელსაც დიდი ვაივაგლახით წარმოებული პროდუქტი უძვირდება. იმის გამო, რომ ბიზნესს სესხების აღება ძვირად უწევს და ეს ხარჯი თითღირებულებაშია ასახული. მეტიც, პერსპექტივაშიც არ განიხილება ფასების კლება, სანამ ბიზნესს იაფ ფულზე წვდომა არ გაუმარტივდება.

ელზა პაპოშვილი
19.02.2024

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში - მოკულულია 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ავტომობილიდან 5 ჯერ ესროლეს. ჭავჭავაძს ქუჩაძე 25 წლის კაცსა და მკვლელობაში ბრალდებულ 33 წლის ბაჩო სირაძეს შორის დაპირისპირება, თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად კაფე „გალერეას“ წინ მოუვიდათ. ამის შემდეგ სირაძე სახლში წავიდა, იარაღი აიღო და უკან დაბრუნდა. მეგობრებთა ერთად მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილიდან ესროლა. ის ადგილზე ჩაცხრილა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მძიმე ჭრილობები მიაყენა. 

ქეთო გოგოხია
19.02.2024

ბახმაროში მასშტაბური დეველოპერული პროექტის განხორციელებას საზოგადოებიდან დიდი წინააღმდეგობა აქვს. მიუხედავად ნეგატიური დამოკიდებულებისა, ,,ორბი ჯგუფმა“ პროექტის პრეზენტაციაც ჩაატარა და ისეთი მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რომელიც ადგილობრივ ტურისტულ პოტენციალს საფრთხეს შეუქმნის და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც პრობლემას უკიდურესად გაამწვავეს.

ელზა პაპოშვილი
19.02.2024

არის თუ არა რეალური 2024 წლისთვის კოალიციური მთავრობის შექმნის ალბათობა და რომელ პოლიტიკურ ძალებს შორის შესაძლოა ასეთი მთავრობის ფორმირება მოხდეს? პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული. პრეზიდენტმა ამის შესახებ მიუნხენში „ევრაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა. თუმცა მის განცახდებას თბილისში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა - ოპოზიციაში მოეწონათ, ხოლო მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ენმ-სთან კოალიცია გამორიცხულია და ამის საჭიროება ხელისუფლებას არც ექნება. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×