ნაზი ბერიძე 26.02.2024

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ჩინეთში 30 დღე დაჰყონ. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ჩინეთის ნაბიჯს სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების კონტექსტში განიხილავენ, რაც საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობას მკვეთრად გაზრდის.
|
ნაზი ბერიძე 26.02.2024

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით დასავლეთს საკმარისი არ გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად. „ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა რომ: „მოკლე პასუხი არის არა, ჩვენ საკმარისი არ გაგვიკეთებია".
|
ელზა პაპოშვილი 25.02.2024

რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ - დარჩება ქართულ პოლიტიკაშ, დასავლეთში გააგრძელებს თავის პოლიტიკურ კარიერას, თუ საერთოდ წავა აქტიური პოლიტიკიდან? ანალიტიკოსთა შეფასებით, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია, თუმცა თავად პრეზიდენტის ახლანდელი აქტოვობებიდან გამომდინარე, მაინც შესაძლებელია გარკვეული პროგნოზის გაკეთება.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.02.2024

„ენდიაიმ" (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისი) 19-25 თებერვლის წინასაარჩევნო მისია დაასრულა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სხვა დადებით ტენდენციებზე, ისე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, დასკვნა თითქმის სრულად ასახავს იმ პოლიტიკურ ვითარებას, რაც ქვეყანაშია, თუმცა, საზოგადოებაში ცუდი მოლოდინებია და ტენდენცია შესაძლოა გაუარესდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.02.2024

ავდეევკის დაკავების მერე, რუსი ოკუპანტები შეტევას რამდენიმე მიმართულებით აგრძელებენ, თუმცა მთავარი დაწოლა დონეცკის ოლქზეა მიმართული. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ახლა კრემლის მთავარი გეგმა დონბასის სრულიად დაკავებაა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს რაიმე ხელშესახები შედეგით შეხვდეს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 15-17 მარტსაა დაგეგმილი.
|
ნაზი ბერიძე 24.02.2024

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგე აღარ არის, რადგან პარტიას არ გააჩნია საკმარისი პოტენციალი და შესაძლებლობა, დაასრულოს „რუსული ოცნების მმართველობა" სახელმწიფოში. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას მომვლენების მსგავს განვითარებას არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ ენმ ჯერჯჰერობით მთავარ ოპოზიციურ პარტიად რჩება.
|
ელზა პაპოშვილი 24.02.2024

კიდევ ერთი შანტაჟი და მუქარა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მეგობარი მამაკაცი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალის გავრცელებით აშანტაჟებდა. ირკვევა, რომ ქალი ყოფილი პარტნიორისგან, რომელიც ნიგერიის მოქალაქეა, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ქალმა მამაკაცთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა, კაცმა მისი შანტაჟი დაიწყო - თუკი ქალი ურთიერთობას შეწყვეტდა, ის ამ ვიდეო და ფოტო მასალას, რომლის დიდი ნაწილი ფარულად იყო მოპოვებული, მის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ნათესავებს გაუგზავნიდა.
|
ნაზი ბერიძე 24.02.2024

სომხური მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სომხეთს ეწვიოს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ვიზიტის განხორციელებას არ გამორიცხავს, რაც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს განცხადება ძირითადად მიმართულია რუსეთის გავლენების შესასუსტებლად, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში.
|
რეზონანსი 23.02.2024

რუსეთმა ირანისგან 400 ერთეული ბალისტიკური რაკეტა მიიღო, რომელთა მოქმედების რადიუსი 700 კილომეტრამდეა, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო „როიტერზი" ავრცელებს.
|
ელზა პაპოშვილი 23.02.2024

რატომ გაიმეტა შვილმა თბილისში მამა მოსაკლავად? - გლდანში მომხდარი მკვლელობის შესახებ „რეზონანსისთვის“ ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. მეზობლები გამოცემასთან ყვებიან, რომ მამის მკვლელობისთვის დაკავებული 28 წლის კაცი რამდენჯერმეა ნასამართლევი და მას გარეთ იშვიათად ხედავდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 23.02.2024

„არჩევნების საბოტაჟი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი,“ - ამ განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე აკეთებს და საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს.
კობახიძე ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობა ჩიხურ სიტუაციას ქმნიდა და უფრო მეტიც, ამბობს, რომ არ გამორიცხავს, არც მეტი არც ნაკლები, ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმას. კობახიძემ საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე საუბრისას გააკრიტიკა „ლელო“, რადგან სწორედ ამ ოპოზიციური პარტიის წევრია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე.
|
ნაზი ბერიძე 23.02.2024

მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას განიხილავდნენ, ვეტინგის სისტემის სასამართლო სისტემაში შემოტანაზე ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, „ოცნებისთვის" ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება მიუღებელია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|