რეზონანსი
27.02.2024

 აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოფიციალურ მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე გადატანა სურს და პოსტსაბჭოთა სივრცის ორ ქალაქს ასახელებენ. ამის მიზეზად კი ამბობენ, რომ ჟენევა ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების მონაწილეებისთვის თანაბარ პირობებს. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს აბსურდია და პირველ რიგში თვითონ აფხაზებსა და ოსებს არ უნდა აწყობდეთ.

ელზა პაპოშვილი
27.02.2024

პოლონეთის ქალაქ სლუპსკში, ერთ-ერთ წვეულებაზე, ნეპალელი 28 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მას კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე 35 წლის მამაკაცმა მიაყენა. 

ნაზი ბერიძე
27.02.2024

28 თებერვალს, პარლამენტში, საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის გამოსვლაა დაგეგმილი. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს უპრეცედენტო მოვლენაა და პირველ რიგში ჩვენს რეგიონში აშშ-ის გააქტიურებაზე მეტყველებს. შეხვედრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 11 საათზეა დანიშნული. რობინ დანიგანის გარდა, მასზე სიტყვით გამოვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

რეზონანსი
27.02.2024

„მწერლების ბარში", გამომცემლობა „ინტელექტმა" პოლონური ინსტიტუტი თბილისში / Instytut Polski w Tbilisi-სთან თანამშრომლობით, გამართა ჟურნალ „ქართული მწერლობის" თებერვლის ნომრის წარდგენა.

თამთა ჩაჩანიძე
27.02.2024

28 თებერვალს დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ შესაძლოა რუსეთს მიმართოს მის შემადგენლობაში მიღების თხოვნით. რა დატვირთვა აქვს ამ გადაწყვეტილებას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ხომ არ უნდა ველოდოთ ახლო მომავალში მოსკოვისადმი მსგავს მიმართვას ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგანაც? როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთს ახლა დნესტრისპირეთის „აფეთქება" აწყობს, რადგან ეს ტერიტორია მისთვის უკრაინის წინააღმდეგ ხელსაყრელი პლაცდარმია.

ქეთო გოგოხია
26.02.2024

სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება შესაძლოა, უფრო მიმზიდველი გახდეს. ამ მიზანს ემსახურება მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში სტაჟირება სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი გახდება. ჯერჯერობით უცნობია, რეგიონის მუტიციპალიტეტებზეც გავრცელდება თუ არა კანონი, თუმცა სპეციალისტები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია ახალმა მექანიზმმა მთელი მასშტაბით იმუშაოს, რაც საჯარო სექტორში დასაქმებას წაახალისებს და შრომის ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

ელზა პაპოშვილი
26.02.2024

პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე  ერთი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

ელზა პაპოშვილი
26.02.2024

უკრაინაში ომის დაწყებიდან  2 წლის შემდეგ ქვეყანა უმძიმესი რეალობის წინაშე დგას. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ამბობს, რომ თუკი მათ ამერიკიდან დახმარება დროზე არ მიეწოდებათ და ეს დროში კიდევ გაჭიანურდება, მაშინ ფრონტის ხაზზე სავალალო სიტუაცია შეიქმნება. პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის დაგვიანებულმა დახმარებამ შედეგი უკვე ჰპოვა და მათ იარაღის ამოწურვის გამო, ავდიივკა დაკარგეს. 

ირმა ჩიტაია
26.02.2024

მინიმალური ხელფასის ზღვრის განსაზღვრის საკითხი ბიზნესისთვის აქტუალური გახდა, თუმცა მისი მაჩვენებელი სექტორისთვის სადავოა. სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ საშუალო ხელფასის 40%, რაზეც გათლა კეთდება, გადაჭარბებულია, ნაწილი კი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.  ბიზნესმენთა დიდი ნაწილი საკითხს უარყოფითად აფასებს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საკითხი, დაკანონების შემთხვევაში, პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. ისინი იძულებული გახდებიან გაზარდონ ხელფასები, მაგრამ საინტერესოა რის ხარჯზე მოხდება მატება?

ქეთო გოგოხია
26.02.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს ახალი ვალდებულება ემატებათ. მუშავდება კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც კომპანიებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საგანგებო მარაგის შექმნა დაევალებათ. რა შეიძლება იყოს ცვლილების საფუძველი, ბიზნესის წარმომადგენლები და ეკონომისტები ვერ აკონკრეტებენ, რადგან გარკვეული მარაგი ქვეყანაში ისედაც არის. გრძელკვადიან პერიოდში ნავთობპროდუქტების მომარაგებამ კი გარკვეული პრობლემა შეიძლება შექმნას როგორც ხარისხის მხრივ, ასევე ფასის არასტაბილურობაც გამოიწვიოს. საუბარია დაახლოებით 1500-დან 2000 ტონა ნავთობზე, რომლის შენაცვაც შეიძლება კომპანიებს დაევალოთ.

თამთა ჩაჩანიძე
26.02.2024

ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც ქმნის საფუძველს შემდგომი წინსვლისთვის და განვითარებისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გააცნო, ისაუბრა საბჭოთა ოკუპაციის დღესა და უკრაინა-რუსეთის ომის 2 წლისთავზე და დასძინა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა.

თამთა ჩაჩანიძე
26.02.2024

ოპოზიციურ ფლანგზე საარჩევნო კამპანიაში ახალი პარტია ერთვება - ენმ-ის ყოფილი თავჯდომარე ნიკა მელია მიმდინარე კვირას საკუთარ პარტიას წარადგენს, „ნაცმოძრაობიდან" წამოსული მელიას მხარდამჭერების თქმით, პლატფორმის „მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ 50+1%-ის შეგროვება შეძლოს". ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ მელიას პარტია „ნაცმოძრაობას" ხმებს აუცილებლად წაართმევს, თუმცა ბევრს არა. თანხმდებიან იმაზეც, რომ იდეოლოგიაც დიდი ალბათობით ის იქნება, რომ პარტია „ევროპისკენ მიდის".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×