სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    10.03.2018

     პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის. რუსეთის ხელისუფლების მისამართით პრემიერის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ "შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც".

    მარიამ კუპატაძე
    09.03.2018

     "ევროპული საქართველო" პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ხონსა და ვანში საპარლამენტო შუალედურ არჩევნებსა და საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გადასული კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებას სთავაზობს. პარტიის წევრ სერგი კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი ჰყავდეთ ცაიშში საკრებულოს არჩევნებზეც.

    ეკატერინე ბასილაია
    08.03.2018

    ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ერთი თვის განმავლობაში არ აპირებს.

    გვანცა წულაია
    07.03.2018

     საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიაში თავშესაფარი მხოლოდ იანვარში საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა და თითქმის 100%-მა უარი მიიღო. საელჩოს ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს ვიზალიბერალიზაციას იმისათვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს.

    მარიამ კუპატაძე
    06.03.2018

     სვანეთში ჰესების მშენებლობას, მეორე დღეა, აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რეგიონში ჰესების მშენებლობის დაწყება დაუშვებელია, სანამ პროექტს მოსახლეობა არ გაეცნობა.

    გვანცა წულაია
    05.03.2018

     "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად, შესაძლოა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაასახელოს. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მმართველი პარტიიდან აცნობეს. როგორც "კურიერის" წყარო ამბობს, წულუკიანის კანდიდატურას ბიძინა ივანიშვილი ემხრობა.

    გვანცა წულაია
    03.03.2018

     თუ უახლოეს დღეებში არ მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, ან არ გაირკვევა გადმოსვენების ზუსტი თარიღი, მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საპროტესტო აქციების ორგანიზებას დაიწყებს. საუბარია თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გადაკეტვაზე.

    გვანცა წულაია
    02.03.2018

     ბორჯომის საკრებულოში ვნებათაღელვა გრძელდება. ადგილზე კვლავ სპეცრაზმია მობილიზებული. ამის მიზეზი კი 28 თებერვლის საკრებულოს სხდომა გახდა, სადაც ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით დეპუტატებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უთანხმოება მერისა და მისი თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდის მოთხოვნამ გამოიწვია.

    მარიამ კუპატაძე
    01.03.2018

     პირველი მარტიდან დედაქალაქის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის ჩართულობის გარეშე პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია, ამიტომ მაია ბითაძემ თბილისის მცხოვრებლებს მოუწოდა, გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე მოითხოვონ.

    გვანცა წულაია
    28.02.2018

     თბილისში კიდევ ერთი ბაზრობა დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს გიორგი მღებრიშვილის წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, მინიმუმ, 3 ათასი კვ.მ ფართობი დაიწვა. ჯერჯერობით ოფიციალური დასკვნა არ არსებობს, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, მოვაჭრეებსა და მოსახლეობას მიაჩნიათ, რომ ცეცხლი განზრახაა გაჩენილი.

    მარიამ კუპატაძე
    27.02.2018

     დედაქალაქის მერის განცხადებით, "რეკლამის შესახებ კანონის" დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდება. "ფასადებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც დღეს დედაქალაქში ვაწყდებით. ამას წინასაარჩევნოდაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ მიმართულებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ.

    გვანცა წულაია
    26.02.2018

     "ევროპული საქართველო" პარლამენტს ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას ე.წ. ოთხოზორიას სია, სადაც შეყვანილი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ოთხოზორიას თუ სხვა საქმეებში დამნაშავეები არიან და რომლებიც ასევე მალავენ დამნაშავეებს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved