სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე აბულაძე
    15.02.2014

     თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის საკრებულოს არჩევნებში კენჭს ვერ იყრის და პირიქით - საკრებულოს სიაში მყოფი პირი მერობის კანდიდატი ვეღარ იქნება. ეს წესი როგორც საკუთრივ თბილისთან, ასევე სხვა თვითმმართველ ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან მიმართებაშიც შემოდის, სადაც მერები და გამგებლები პირდაპირი წესით აირჩევიან.

    თიკო ოსმანოვა
    14.02.2014

     ფარული მიყურადებისა და ჩანაწერების განხორციელებასთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის. თუმცა არასამთავრობო ორგანიცაზიების შეფასებით, მხოლოდ კანონის გამკაცრება საკმარისი არ არის.

    სალომე აბულაძე
    13.02.2014

     დედაქალაქის ბიუჯეტის დასამტკიცებლად გამართული საკრებულოს მორიგი სხდომა კვლავ წარუმატებლად დასრულდა. ბიუჯეტის პროექტის მიღებას მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 22 დეპუტატი წავიდა. უმცირესობა ამ ყველაფერში უმრავლესობას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურ თამაშში არიან ჩაბმულნი, უმრავლესობა კი ბიუჯეტის ნაკლოვანებებზე საუბრობს.

    მაია აბაიაძე
    12.02.2014

     "ქართულ-რუსული ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და პრობლემური ურთიერთობაა, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია. შესაბამისად, ამ რეპლიკის ანალიზს ჩვენ მოვახდენთ ძალიან სერიოზულად და ზედმიწევნით, გავივლით კონსულტაციებს და ჩვენს პოზიციასაც ჩამოვაყალიბებთ.

    ანი ფაცია
    11.02.2014

     ამერიკელი კონგრესმენების წერილი ნატოს სამიტთან დაკავშირებით, ახალი ხელისუფლების, საქართველოს სერიოზული მხარდაჭერაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაია ფანჯიკიძემ ამერიკელი კონგრესმენების წერილის კომენტირებისას განაცხადა.

    თიკო ოსმანოვა
    10.02.2014

     "მეც შევდივარ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც უდიდეს პატივს სცემს ისტორიას, ტრადიციებს, ეკლესიას, მართლმადიდებლობას და პატრიარქს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერი, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება, არის უმწიკვლო და ხელშეუხებელი.

    ანი ფაცია
    08.02.2014

     2012 წლის განმავლობაში სელექციური აბორტის შედეგად 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაშმა განაცხადა. ამავე თემაზე გუშინ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული ციფრი ძირითადად დემოგრაფიული მაჩვენებლების ე.წ. ირიბი ინდიკატორებით გათვლის შედეგად მიიღეს.

    თიკო ოსმანოვა
    07.02.2014

     მართალია, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა გუშინ "არ გამორიცხა" სოჭში პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა, მაგრამ ამის შესაძლებლობა ამ უკანასკნელმა გამორიცხა. (თუმცა მარგველაშვილის პრესსამსახურში იმასაც აცხადებენ, რომ რუსეთიდან ოფიციალური მიწვევა არც მიუღიათ.)

    სალომე აბულაძე
    06.02.2014

     პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა. მისი თქმით, ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის რთულ ვითარებაში გაიმართება, თუმცა სოჭში წასვლა პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებაა.

    ანი ფაცია
    05.02.2014

     "ხუთ წუთში რომ გინდათ, ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი დაგილაგოთ, ეგრე არაა", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაციაზე განაცხადა, რითაც საფრანგეთის სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

    ანი ფაცია
    04.02.2014

     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენცია ჟურნალისტებთან შეაჯამა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები ნაყოფიერი იყო, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი.

    თიკო ოსმანოვა
    03.02.2014

     ლიპყინული და რამდენიმე ასეული ავტოსაგზაო შემთხვევა - ერთ დღეში თბილისში მოსულმა მცირე თოვლმა დედაქალაქში მასშტაბური პრობლემები შექმნა, რის გამოც საზოგადოების ნაწილი მერიის უმოქმედობით შეშფოთებულია.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved