სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    08.11.2013

     მთავარი პროკური არჩილ კბილაშვილი საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს, როგორც გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არავითარი უთანხმოება მასა და მომავალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არ არსებობს, თუმცა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

    სალომე აბულაძე
    07.11.2013

     ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკის მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ით გაიზარდა. როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, 2013 წლის დასაწყისში ეკონომიკის ზრდის შედარებით მაღალ მაჩვენებელს ელოდა, მიღებულ შედეგს კი კოჰაბიტაციასა და "პრეზიდენტის მხრიდან მუდმივ ხელშეშლას" უკავშირებს.

    მაია აბაიაძე
    06.11.2013

     "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ფოთის ცენტრალურ გამზირზე გამოფენილი რუსული დროშა ჩამოხიეს და დაწვეს. მათი თქმით, 2008 წელს რუსეთის ინტერვენციის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და საქართველოში ამ ქვეყნის სახელმწიფო დროშა არ უნდა გამოფენილიყო.

    სალომე აბულაძე
    05.11.2013

     მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა, რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდეს. მთავრობის ფორმირების პროცესში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა ისაუბრა.

    სალომე აბულაძე
    04.11.2013

     ბიძინა ივანიშვილმა მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად დაასახელა და განაცხადა, რომ მის კანდიდატურაზე მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო. მისივე თქმით, საქართველოს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, მთავრობა და მთავრობის წევრები ეყოლება.

    სალომე აბულაძე
    01.11.2013

     პრემიერის შესაძლო შემცვლელებად მოქმედ მინისტრთა კაბინეტის წევრები სახელდებიან. საზოგადოებაში მთავრობის მეთაურად ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურებს განხილავენ.ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შემცვლელად ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე დასახელდა.

    თიკო ოსმანოვა
    01.11.2013

     უახლოეს მომავალში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, შს-სა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შეიწყალოს. ყოველ შემთხვევაში, მან თავისი სამართლებრივი უფლება უკვე გამოიყენა და 29 ოქტომბრის ბრძანებულებით, 248 პატიმარი შეიწყალა - მათ შორის ძებნილები და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები.

    სალომე აბულაძე
    31.10.2013

     მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებული 248 პირიდან, სასჯელისგან 170 სრულად გათავისუფლდა, 56-ს - გაუნახევრდა, 5-ს კი შეუმსუბუქდა სასჯელი. შეწყალებულთა შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებიც არიან. მათ შორის ზურაბ ადეიშვილის ძმა, დავით ადეიშვილი, მისი მოადგილის, თინათინ ბურჯალიანის მეუღლე, შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული, ყოფილი პოლიციელი მაიზერ ლიპარტელიანი.

    თიკო ოსმანოვა
    29.10.2013

     საპრეზიდენტო არჩევნებმა დედაქალაქში, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანაში, რამე განსაკუთრებული დარღვევებისა და ექსცესების გარეშე ჩაიარა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მხოლოდ ამომრჩეველთა მცირე რაოდენობაზე სწუხდნენ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.

    სალომე აბულაძე
    26.10.2013

     საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის არჩევამდე სულ რაღაც ერთი დღე დარჩა. არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩენო პერიოდის შეფასებისას ამბობენ, რომ გარემო წინა წლებთან შედარებით მშვიდია და არჩევნები ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდება.

    რეზონანსი
    25.10.2013

     "ჩვენი კანდიდატი მოიგებს, დიდი ალბათობით პირველივე ტურში გაიმარჯვებს. მეორე ტური არ იქნება, ამას დაჟინებით მოვითხოვ", - პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამ განცხადებას "ფრანს პრესთან" საუბარში ამბობს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის კანდიდატს ურჩევს მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღოს, რაშიც თავად გიორგი მარგველაშვილიც ეთანხმება.

    სალომე აბულაძე
    24.10.2013

     ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო რეზოლუციას სადაც ვანო მერაბიშვილზე ჩანაწერი, რომელიც საგარეო კომიტეტის მიერ მომზადებულ პროექტში პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული, ჩასწორებულია. თუმცა ამ მხრივ გარკვეული ორაზროვნება მიღებულ რეზოლუციაში მაინც დარჩა. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკური ფიგურების სასამართლოს პროცესები ევროპული სტანდარტებით ჩატარებას ითხოვს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved