სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თაია არდოტელი
    18.12.2014

     სტრასბურგში ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ერთად დაესწრნენ. ისინი ერთ ლოჟაში ისხდნენ, სააკაშვილი - პირველ რიგში, მარგველაშვილი კი მესამე რიგში. ევროპარლამენტარებმა ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს, ჯერ გიორგი მარგველაშვილს, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილს, ტაში დაუკრეს.

    ლიკა ამირაშვილი
    18.12.2014

     ევროპარლამენტი 18 დეკემბერს საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას უყრის კენჭს, რასაც საქართველოდან მხოლოდ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრებიან. ამ უკანასკნელის გამგზავრებაც გუშინ საეჭვო იყო.

    ლიკა ამირაშვილი
    17.12.2014

     აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ ერთსულოვნად, თუმცა გარკვეული ცვლილებებით მიიღო კანონპროექტი "უკრაინის მხარდამჭერი აქტი," - 2014, რომელშიც საქართველოც იყო ნახსენები. აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ხელმოსაწერად ქვეყნის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაეგზავნა.

    ლიკა ამირაშვილი
    16.12.2014

     ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საკითხი - უნდა დაბრუნდეს თუ არა ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და ქვეყნის მართვა ღიად განაგრძოს, კვლავ აქტუალური გახდა. სოციალურ გვერდებსა თუ ფორუმებზე თემას აქტიურად განიხილავენ და თვით ოპოზიციონერებიც კი, ამას კატეგიურად მოითხოვენ.

    ეკა ბასილაია
    14.12.2014

     შაბათს კომპანია "არემჯიმ" საყდრისის საბადოზე ოქროს მოპოვებისათვის აფეთქება განაახლა, რის გამოც მთლიანად დაინგრა ისტორიული საბადო. ეს ინფორმაცია პირველად საყდრისის მცველებმა გაავრცელეს, რომლებიც უკვე ერთი წელია ყინვაში, სიცხესა და ტურების კივილში ღამეებს ათენებენ, ეს საბადო ნგრევისაგან რომ გადაერჩინათ.

    ლიკა ამირაშვილი
    13.12.2014

     აშშ-ის კონგრესმა საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის 30 მლნ აშშ დოლარი გამოყო - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ 2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტის პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

    ლიკა ამირაშვილი
    12.12.2014

     ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ამ დოისათვის უკვე არსებობს მთელი რიგი წინადადებები მომავალ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ჩატარებულია კონსულტაციები რუს კოლეგებთან, კერძოდ კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელ ოლეგ გოვორუნთან.

    ლიკა ამირაშვილი
    11.12.2014

     "ჩვენ საკმაოდ მკაფიო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს და საპასუხოდ გამოწვევა მივიღეთ, როცა მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ," - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, ცნობილმა მსახიობმა გოგი ქავთარაძემ და დასძინა, რომ "ბოლოს და ბოლოს ერსაც აქვს თავმოყვარეობა."

    თიკო ოსმანოვა
    08.12.2014

     მთავრობის ქვედა რგოლებში საკადრო ცვლილებები დაიწყო. ორი დღეში 7 ადგილი უკვე ვაკანტურია. ცვლილებების ამ ეტაპს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომამ დაუდო სათავე.

    ლიკა ამირაშვილი
    06.12.2014

     ბოლო დღეების უმთავრესი თემა ლარის გაუფასურებაა, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო საგანგაშო ხდება. საქართველოს ეროვნული ბანკი დაგეგმილზე მეტ ინფალაციურ ზეწოლას არ ელოდება. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკს აღნიშნულის პროგნოზირებისთვის ორი მიზეზი აქვს.

    ლიკა ამირაშვილი
    05.12.2014

     ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას არ აქვს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ ქვეყანა კულისებიდან მართოს, რადგან კულისებიდან მართვა შეუძლია მას, ვისაც მართვის ბერკეტი აქვს.

    თაკო მათეშვილი
    04.12.2014

     საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სახეების უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. შეგახსენებთ, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად უკვე დაინიშნა. შს მინისტრის მიადგილედ კი ეკატერინე ზღულაძის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის კანდიდატურა განიხილება.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×