რეზონანსი 05.12.2024
ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავების, რბილად რომ ვთქვა, არამართლზომიერი ქმედებები, ცალკე მსჯელობის თემაა. თუნდაც ის, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე და ნიღბებით სახედაფარულები ცდილობენ წესრიგის დაცვას. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ საპროტესტო აქციებზე 400-მდე დაშავებულიდან (ოფიციალური მონაცემებით) თითქმის ყოველი მესამე პოლიციელია.
|
რეზონანსი 24.11.2024
ნოემბერი ფოთოლცვენისა და რევოლუციების თვეა. ამჯერადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციაც სწორედ ხმის მიცემის უსამართლო პროცედურის გამო დაიწყო, თუმცა, ისიც რეალობაა, რომ რესპუბლიკის გამოცხადებას, ფაქტობრივად, მონარქიის აღდგენა მოჰყვა.
|
რეზონანსი 17.11.2024
33 წელიწადია, დაბნეულია ჩვენი ხალხი, ვერ გაურკვევია, რა გვემართება ამ ნიჭიერ ერს (საქართველოში ნიჭიერებაზე არ დავობენ). ამ მიმართულებით ღრმა სჯა-ბაასი არ ყოფილა და სისტემაშიც არავის მოუყვანია ეს საკითხი.
|
რეზონანსი 03.11.2024
ძალიან მინდა, საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფო გახდეს, მაგრამ თუ მესამედი საუკუნის განმავლობაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, ტერიტორიის მორიგი ნაწილის დაკარგვას და ევროკავშირის წევრობას ვინ ჩივის, მეშინია, სახელმწიფო არ ჩამოგვეშალოს...
|
რეზონანსი 31.10.2024
საქართველოში ფეხბურთი ისედაც პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი, ხოლო ნაკრების წარმატებამ ის კიდევ უფრო პოპულარული გახადა. მართალია, ისევე როგორც პოლიტიკაში, ფეხბურთშიც შედეგი მნიშვნელოვანწილად დაფინანსებაზეა დამოკიდებული, მაგრამ საბედნიეროდ ჯერჯერობით ისეთივე ადვილად პროგნოზირებადი არ არის, როგორც საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები. ამის გამო ყველაზე პოპულარულ სანახაობაში მონაწილე გრანდების პაექრობას ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე მილიარდზე მეტი გულშემატკივარი დისტანციურად ადევნებს თვალს, ხოლო ათეულ ათასობით იღბლიანი - ტრიბუნებიდან.
|
რეზონანსი 24.10.2024
ვინაიდან მორიგი საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა და ხუთჯვრიან დროშებთან ერთად ისევ 41-ით და ხუთიანით მონიშნული სააგიტაციო მასალები დომინირებენ (არადა 4+1=5), გადავწყვიტე, იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ ჩამოყალიბებულან პოლიტიკური სიმპატიების თაობაზე, შეძლებისდაგვარად დავეხმარო გადაწყვეტილების მიღებაში. ცხადია, სამოქალაქო ვალდებულების მოსახდელად საარჩევნო უბანში მეც აუცილებლად გამოვცხადდები და იმ საარჩევნო სუბიექტის ნომერს გავაფერადებ, რომელიც საჯაროდ დასმულ კითხვებზე გონივრულ პასუხებს გამცემს...
|
რეზონანსი 23.10.2024
25 ოქტომბერს ყაზახები აღნიშნავენ თავის მთავარ ნაციონალურ დღესასწაულს - რესპუბლიკის დღეს. ამ დღეს 1990 წელს უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ყაზახეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ, რაც გახდა პირველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე. ამიტომაც რესპუბლიკის დღე 25 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი თარიღია და ასრულებს განსაკუთრებულ როლს ნაციონალური იდენტობისა და ხალხის სიამაყის განმტკიცებაში.
|
რეზონანსი 22.10.2024
საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხუთ ყველაზე „გაპიარებულ“ კანდიდატს გაზეთ „რეზონანსის“ მეშვეობით სულ 5 კითხვა დავუსვი. მაინტერესებდა, ამომრჩეველთა ნდობის მოპოვების შემთხვევაში, რამდენად გონივრულად აპირებდნენ თუნდაც რამდენიმე საშინაო პრობლემის მოგვარებას. ვინაიდან პასუხი არავინ გამცა საარჩევნო ბიულეტენში ყველა გულმოდგინედ გადავხაზე, რამაც მისი ბათილად ცნობა გამოიწვია... არადა, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიც მაგ., შვედეთი, ბელგია, ფინეთი ან ესპანეთია არსებობს სპეციალური გრაფა და „ყველას წინააღმდეგ“ ხმის მიმცემები არჩევნებში მონაწილეებად ითვლებიან.
|
რეზონანსი 20.10.2024
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ ამორჩეველთა 59.5 % ემხრობა. მანამდე კი „კოალიცია ცვლილებისთვის“ მესვეურებმა ამცნეს საზოგადოებას, რომ თურმე ოპოზიციასაც ამორჩეველთა 60 %-მდე უჭერს მხარს და „მათ ხმებს აუცილებლად დაიცავენ!“.
|
პეტრე მამრაძე 15.10.2024
„საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს; საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას; საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს; საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს, იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე - საქართველო ირჩევს ევროკავშირს!“ - აცხადებენ მარშის მატყუარა ორგანიზატორები, სწორედ ისინი, რომლებმაც უღალატეს ერს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოს განუსაზღვრელი დროით დაეკარგა ევროინტეგრაციის პერსპექტივა.
|
რეზონანსი 09.10.2024
მსოფლიოს განვითარებული ქვეყნის დიდი ქალაქების ხელმძღვანელობა უკვე მრავალი წელია განიხილავს, სწავლობს და პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის. ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და კერძო ავტომობილებით გადაადგილების შემცირებაზე ძალზე ცოტას ფიქრობენ და გზებზე საავტომობილო საცობების აღმოფხვრის ღონისძიებების არათუ გეგმა, არამედ კონცეფციაც კი არ არის შემუშავებული.
| |
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|