ნატალია ჯვარიძე
10.12.2024

ორბელიანების სასახლესთან მატარებლის ფორმის საახალწლო დეკორაციის განთავსებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისთვის განკუთვნილ მინიშნებად აღიქვამს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს. მისი საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად 29 დეკემბერს იწურება, როდესაც ხელისუფლებას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია აქვს დანიშნული. როგორ არეგულირებს ასეთ კრიზისულ სიტუაციებს საქართველოს კონსტიტუცია და რა კონკრეტული ქმედებებია მოსალოდნელი ხელისუფლებისაგან, თუკი სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბერს თანამდებობის და რეზიდენციის დატოვებაზე უარს იტყვის?

თამთა ჩაჩანიძე
10.12.2024

„ქართული ოცნება" საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს გეგმავს, რომლითაც საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხი გამარტივდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც თავად საპარალამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, „გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას".

თამთა ჩაჩანიძე
09.12.2024

საპროტესტო მუხტის 12 დღის განმავლობაში ამ დონეზე შენარჩუნება საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა და 14 დეკემბერს, მაშინ, როცა დაანონსებულია საპრეზიდენტო არჩევნები ახალი წესით პარლამენტის შენობაში, არანაკლები ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ, რომელთა აზრითაც, ხელისუფლება პერიოდულად თავადვე „სთავაზობს მუგუზალს" ოპოზიციას საპროტესტო მუხტის გასაღვივებლად.

ნატალია ჯვარიძე
09.12.2024

16 დეკემბერს ევროკავშირი საქართველოს საკითხზე იმსჯელებს, რომლის გადაწყვეტილებაზე სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიც იმოქმედებს. საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება „გარკვეული ტიპის პასპორტის" მქონე მოქალაქეებისთვის. როგორ იმოქმედებს საბოლოო გადაწყვეტილებაზე საქართველოს ბოლო 12 დღის მოვლენები და რა კონკრეული სანქციების დაწესებას განიხილავს ევროკავშირი?

თამთა ჩაჩანიძე
09.12.2024

მეორე დღეა სოციალურ ქსელებში ტრიალებს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს როგორ უერთდება პარლამენტის წინ მიდმინარე საპროტესტო აქციას ნიღბიანთა რაზმი, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, მომიტინგეების ე.წ. „ტიტუშკებისგან" დასაცავად შეიქმნა. ოპოზიცია ამას ხელისუფლების პროვოკაციად აფასებს, „ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ ესაა კანონსაწინააღმდეგო ქმედება და შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

ნატალია ჯვარიძე
09.12.2024

„ოცნების" მიერ დაანონსებული ახალი რეგულაცია თვის ბოლომდე ამოქმედდება. ახალი კანონის მიხედვით, საპროტესტო აქციებზე აკრძალული იქნება სახის დაფარვა და პიროტექნიკის გამოყენება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი კანონპროექტი ამ კვირაშივე იქნება მზად. რამდენად რელევანტურია ამ კანონის მიღება ახლა და რა რეალური ეფექტი ექნება ამას?

ნატალია ჯვარიძე
08.12.2024

7 დეკემბერი თბილისში მიმდინარე მწვავე საპროტესტო გამოსვლების ფონზეც კი განსაკუთრებულად დრამატული გამოდგა. ბრუტალურმა თავდასხმამ ჟურნალისტებზე, რომელიც საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, ვითარება კიდევ უფრო დაძაბა და საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. ხელისუფლება გადაჭრით უარყოფს ამ თავდასხმაში ძალოვნების, ან მმართველი პარტიის მხარდამჭერების მონაწილეობას. ოპოზიცია ხელისუფლების ჩამოშლაზე საუბრობს. საპატრიარქოში კი მიიჩნევენ, რომ პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს.

ნატალია ჯვარიძე
08.12.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე თავისი ვიზიტი მაქსიმალურად გამოიყენა და რამდენიმე გავლენიან დასავლელ ლიდერს შეხვდა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამით „ოცნების" გეგმები იშლება და ეს შეხვედრები დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.

თამთა ჩაჩანიძე
07.12.2024

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გადამწყვეტი მნიშნელობა ექნება დასავლეთის მიერ არჩევნების აღიარება-არაღიარებისათვის და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდეს. ჭიანურდება თუ არა მისი გამოქვეყნება და როგორი იქნება საბოლოო დასკვნის შინაარსი, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

ნატალია ჯვარიძე
06.12.2024

სოხუმის რეჟიმს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თანამშრომლებისთვის, მათ შორის ძალოვნებისთვის, ანაზღაურების გადასახდელად თანხა არ აქვს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელთან, ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე განაცხადა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზები სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან, რადგან რუსეთი აიძულებს დათმობაზე წასვლას.

ნატალია ჯვარიძე
06.12.2024

რამდენიმე დღეა საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამოც პოლიტიკური პარტიების ოფისები და ცალკეული ადამიანების სახლები გაიჩხრიკა, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლი თბილისში. პარტია „დროას" ოფისიდან ამოღებულია პიროტექნიკა, ლაზერები და ა.შ. დაკავებულია „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, „ძლიერი საქართველოს" წევრი ალეკო ელისაშვილი და სხვები.

თამთა ჩაჩანიძე
06.12.2024

"იმედი მაქვს, რომ ზურაბიშვილი ამ თემას პრობლემურს არ გახდის, რადგან მერე უკვე უნდა დაიწყოს ოდიოზური ნაწილი, დავუშვათ შევიდეს პოლიცია, მოკიდოს ხელ-ფეხში ხელი და გამოიყვანონ და მერე ამან უნდა იკივლოს და თმა გაიშალოს, ასეთი სურათისთვის მე მაგალითად სალომე ზურაბიშვილი მენანება - საქართველოს პრეზიდენტია და მემგონი თავისი თავი თვითონაც უნდა შეიცოდოს",- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ, დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ პროცესებზე საუბრისას.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×