თამთა ჩაჩანიძე
25.10.2024

26 ოქტომბერს კენჭისყრა დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველთა 90% ხმას ელექტრონული სისტემით, ხოლო 10% ძველი მეთოდით დააფიქსირებს. ელექტრონული არჩევნები მნიშვნელოვნად ამცირებს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების დროს და ამ ნაწილში მოსახლეობას 22:00 საათისთვის ეცოდინება შედეგები - შეიძლება უფრო ადრეც.

ნატალია ჯვარიძე
25.10.2024

არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გაზრდილი მოთხოვნის გამო საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ბილეთები დეფიციტურია. ავტოსადგურები მგზავრებით არის გადავსებული. სწორედ ამიტომ „პლატფორმა 26-ის" გარშემო გაერთიანებულმა მოქალაქეებმა ტრანსპორტის მობილიზება დაიწყეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ არჩევნებზე საზოგადოების აქტიურობა განსაკუთრებით მაღალი იქნება, რადგან ქვეყანა სერიოზული არჩევანის წინაშე დგას.

თამთა ჩაჩანიძე
25.10.2024

მთავრობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში შეიყვანა, რომელთა ხელში ჩაგდება, ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. "ოცნებას" მიაჩნია, რომ "თუ არავინ არაფერს აპირებს", მაშინ ეს ფაქტი პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს არავისთვის.

ნატალია ჯვარიძე
24.10.2024

არჩევნებამდე 2 დღით ადრე ფინანსთა საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამერიკულ კომპანიების და მათი თანამშრომლების სახლების ჩხრეკის ბრძანება გასცა. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სპეცოპერაციები თბილისსა და რეგიონებში ე.წ. ქოლცენტრებს უკავშირდება. გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება და თაღლითობა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების მცდელობაა.

თამთა ჩაჩანიძე
24.10.2024

გადამწყვეტ არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი, სოციოლოგიურმა კომპანიებმაც ტრადიციულად ბოლო წინასაარჩევნო კვლევები გამოაქვეყნეს, სადაც კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 5%-იან ბარიერს 3-5 ძალა ლახავს. საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 ოქტომბრამდე და მათი შეფასებით, მეტ ნაკლებად ასახავს, რა განწყობა აქვს ხალხს. თავის მხრივ საკუთარი მოსაზებები აქვთ რეიტინგებზე ანალიტიკოსებს.

ელზა პაპოშვილი
24.10.2024

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკური მხარეები წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ისევ ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებზე ამახვილებენ. მმართველი გუნდის შეფასებით წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ მშვიდია, ოპოზიცია კი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება. პარალელურად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაფიქსირებული სავარაუდო კანონდარღვევების ფაქტებზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი.   

ნატალია ჯვარიძე
24.10.2024

არჩევნების დღიდან დიდი პრობლემები დაიწყება, იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გაიმარჯვა, ევროპა და ამერიკა მოქმედებას დაიწყებენ - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
24.10.2024

„ეს ორი დღე უნდა ავიტანოთ, 26 ოქტომბერს უკვე არჩევნების დღეა, 25 ოქტომბერია კრიტიკული პერიოდი და რაღაცნაირად უნდა გადავაგოროთ", - აცხადებს "რეზონანსთან" ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის იმ განცხადებების შეფასებისას, სადაც საუბარია, რომ გარკვეულ ლოკაციებზე კამპანიის ჩატარება უკვე შეუძლებელი გახდა.

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2024

"ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია თბილისში, საფინალო მასშტაბური აქციით დაასრულა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები მთავარ ღონისძიებას რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობით შეუერთდნენ, როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან. სპეციალურად გამართულ სცენიდან კი, შეკრებილ ადამიანებს პარტიის ლიდერებმა 19:00 საათიდან მიმართეს.

ელზა პაპოშვილი
23.10.2024

ათონელის სასახლეში მიმიდნარე კონსულტაციები საბოლოოდ იმ შედეგით დასრულდა, რომ პრეზიდენტი ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად შეთანხმდა  არჩევნებამდე არც პრემიერობის კანდიდატს დაასახელებს და არც ე.წ. ტექნიკურ მთავრობას. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს, რადგან „ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას“, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოწერეს ხელი.

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2024

ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ოპოზიცია არა კონკრეტულად არჩევნებისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, მიზანი "არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლაა". როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, ამაზე რამდენიმე ინდიკაცია მეტყველებს, პირველი ნიშანი, რაზედაც პაპუაშვილი საუბრობს არის ის, რომ "ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას საერთოდ არ აწამოებს".

თამთა ჩაჩანიძე
22.10.2024

„ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინასაარჩევნო ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. ანალიტიკოსთა შეფასებით, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მისამართით გამოხატული მწვავედ კრიტიკული პოზიცია. ასევე საინტერესო იყო ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ დაგეგმილია ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×