მარიამ ვეკუა
11.03.2026

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის არარსებობა ქვეყნის სტაბილურობასა და პრობლემების მოგვარებას აფერხებს - განცხადებას უკვე მოჰყვა განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები როგორც ოპოზიციიდან, ისე მმართველი გუნდიდან.

თამთა ჩაჩანიძე
11.03.2026

შიდა პოლიტიურ სივრცეში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობა კვლავ აქტუალური თემა ხდება. პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, მხარეებს შორის შესაძლო მოლაპააკება დემოკრატიული პროცესებისა და კრიზისული საკითხების გადაჭრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად განიხილება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მხრიდანაც, რომელიც საქართველოს 8-10 მარტს სტუმრობდა.

თამთა ჩაჩანიძე
10.03.2026

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ მულტივექტორულობა არსებულ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებაში ერთადერთი სწორი საგარეო კურსია. ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობებზე საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხის პედალირების დრო ახლა, როცა ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ორი დიდი ომი მიდის, საჭირო არ არის.

მარიამ ვეკუა
10.03.2026

ოპოზიციურ ალიანსში აურზაურია. ერთმანეთს ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი და ენმ-ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი დაუპირისპირდნენ. როგორც ჩანს, 8-დღიან ერთობას, რომელსაც რამდენიმე თვეა ოპოზიციონერები აანონსებდნენ, არც ისე მყარი ფუნდამენტი აქვს.

ნატალია ჯვარიძე
10.03.2026

ირანის ახალი სულიერი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის არჩევას აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს მთავრობაც ულოცავს და მშვიდობას უსურვებს. ამას ზოგი ჩვეულებრივ პროტოკოლურ მილოცვად უყურებს, სხვები კი ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებები უნდა იყოს ფრთხილი, „თუმცა ღირსებაც უნდა დავიცვათ". ოფიციალური ბაქო კი ირანისთვის ჰუმანიტარულ დახმარებს აგზავნის.

თამთა ჩაჩანიძე
10.03.2026

გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ასაკრძალი პარტიების სია გააფართოოს და სხვა პოლიტიკური აქტორებიც დაამატოს. ეჭვი განსაკუთრებით პრემიერის განცხადების შემდეგ გამძაფრდა, რომ ახალი ოპოზიციური კონფიგურაციიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სარჩელის კორექტირება მოუწევთ.

თამთა ჩაჩანიძე
09.03.2026

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან, სადაც განიხილება, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და დემოკრატიული პროცესები, ისე რეგიონში შექმნილი სიტუაცია.

მარიამ ვეკუა
09.03.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა ევროკავშირისა და ოპოზიციის კრიტიკაზე, გერმანიის ელჩზე და „საინფორმაციო ომზე" ისაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
09.03.2026

შესაძლოა აშშ-მა ირანში სამხელეთო ოპერაცია დაიწყოს, ამას "საჭიროების შემთხვევაში", არც თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამორიცხავს და გარკვეული ინდიკაციებიც იკვეთება. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, თუ ოპერაცია დაიწყო, ხმელეთზე მისი მიზანი იქნება სამხედრო და ენერგოობიექტების დაკავება.

თამთა ჩაჩანიძე
08.03.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კვირას საქალაქო სასამართლოში გამოიკითხნენ "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრი გიორგი კანდელაკი და თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი. საქმე აღძრულია სსკ-ის 319-ე მუხლით - უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თამთა ჩაჩანიძე
08.03.2026

ახლო აღმოსავლეთში ირანსა და ისრაელ-აშშ-ს შორის სამხედრო დაპირისპირება სწრაფად გადაიზარდა ფართომასშტაბიან კონფლიქტში, რომელიც თანდათან რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მხარეების პოზიციები და მოცემულობა კი ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ომი შესაძლოა კიდევ გაიწელოს, მეტიც, ახალ ფაზაში გადავიდეს.

ნატალია ჯვარიძე
07.03.2026

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა , - ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს. დელეგაცია საქართველოს 8-10 მარტს ეწვევა და მას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×