ია აბულაშვილი
07.09.2022

"ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას" - ეს არის გზავნილი, რომელიც საქართველომ ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან მიიღო. ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართულ ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაზე, სადაც განიხილეს რეკომენდაციები, რომლის შესრულება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, საქართველომ მიიღო ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსთან შეთანხმებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელების პროცესში. სხდომაზე ხაზი გაესვა საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

თეონა ვეშაგური
07.09.2022

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ „მოდერნასა" და „ფაიზერის" ერთობლივი კოვიდ-19-ის ვაქცინის „ბუსტერ 2" განახლებული ვერსია დამტკიცა. ეს ვერსია შეიქმნა იმისთვის, რომ „ომიკრონის" ახალ ქვეშტამებს ეფექტურად გაუმკლავდეს. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგონავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ ახალი გაუმჯობესებული ვარიანტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ვაქცინებს ეტაპები ჯერ კიდევ გასავლელი აქვს. სწორედ ამის გამო გოგინავა ამბობს, რომ ახალი ვაქცინების საქართველოში შემოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.

ელზა პაპოშვილი
06.09.2022

რამდენიმე დღეა  უკვე უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე არიან გადასული დროებით ოკუპირებულ ხერსონის მიმართულებით. ამის პარალელურად კი მათ სამშაბათს მოულოდნელად შეტევა ხარკოვის მიმართულებით, ქალაქ ბალაკლეაზეც დაიწყეს.

ია აბულაშვილი
06.09.2022

ეს არის პიარი და უკრიანაში გაკეთებულ პიარს „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში იყენებს - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე უკრაინის კორუფციის პრევენციის ნაციონალური სააგენტოს მიერ იმ ქართველი ბიზნესმენების სიის გამოქევყნებას, რომელთა წინააღმდეგაც სანქციების შემოღებას ითხოვენ. ამ სიის ერთ-ერთმა წევრმა, ვანო ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში გეგმავს ჩივილს.

ია აბულაშვილი
06.09.2022

პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს სიმბოლოებით არის გაჯერებული და აქედან გამოსული არასწორად ფორმულირებული სიტყვა შეიძლება საზიანო იყოს ქვეყნისთვის - ასე ეხმაურება უმრავლეობობის წევრი ლადო კახაძე პრეზიდენტის სასახლეში სამშაბათს გამართულ ღონისძიებას.

თეონა ვეშაგური
06.09.2022

რუსეთის ურთიერთობაში მის მეზობლებთან და მათ შორის საქართველოსთან ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ის იქნება, თუ როგორ ექცევიან ამ ქვეყნებში რუსულენოვან მოსახლეობას. ამის შესახებ საუბარია საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალ კონცეფციაში, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს დაამტკიცა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოში რუსეთიდან იმიგრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა მნიშნელოვნად გაიზარდა, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა საქართველოსთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავდეს.

თამთა ჩაჩანიძე
06.09.2022

ენმ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვონ. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ვითარებაა და „ნებისმიერი თვე, 2024 წლამდე, ქვეყნისთვის საზიანოა ამ ხელისუფლების პირობებში". ანალიტიკოსთა აზრით, დღეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების არც იურიდიული და არც პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, მათივე შეფასებით, ეს თავად ოპოზიციას კარგს არაფერს მოუტანს.

თეონა ვეშაგური
06.09.2022

საზაფხულო პაუზის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ცხელ პოლიტიკურ შემოდგომას კიდევ ერთხელ აანონსებს. ნიკა მელიას განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. უცვლელია პოლიტიკური სტრატეგიაც - ქუჩის პროტესტი და მასობრივი გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით. მისივე მტკიცებით, ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არსებობს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ მღელვარებად აქცევს.

თამთა ჩაჩანიძე
05.09.2022

უკრაინა კონტრშეტევების არეალს აფართოვებს - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქსა და უკრაინის სამხრეთ ნაწილში სამი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, უკრაინამ სტრატეგიულად მნიშვნალოვანი ლოკაციები დაიკავა, რისი მეშვეობითაც შემდგომში შეეძლებათ, რომ რუსების სუსტ მონაკვეთებსა და წერტილებში ისეთი კონტრშეტევა აწარმოონ, რომელიც სერიოზული პუნქტების აღების საშუალებას მისცემს.

ია აბულაშვილი
05.09.2022

პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფრაგლებში, სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივებია, რომლის მიღებაც ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად იგეგმება. ოპოზიცია საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე აპირებს წარადგინოს საკუთარი საკანონმდებლო პაკეტის ნუსხა, მათ შორის სამართლებრივი განაცხადი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
05.09.2022

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გამოსავლად ისევ ხალხის ქუჩაში გამოყვანას და მასობრივ საპროტესტო აქციებში ხედავს. როგორც ჩანს ქვეყანაში „ცხელი“ პოლიტიკური შემოდგომა იქნება, რადგანაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს და ფიქრობს, რომ სწორედ ახლა ეძლევა ოპოზიციას შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდეს. 

თამთა ჩაჩანიძე
04.09.2022

ხერსონის მიმართულებით უკრაინელების შეტევა არ ჩაშლილა და უბრალოდ შენელდა იმის გამო, რომ რუსებმა მათ შესაკავებლად საერთაშრისო კონვენციებით აკრძალული იარაღის გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტები საუბრობენ. მათი ცნობით, უკრაინელებს ხერსონთან დაკავშრებით დეტალური გეგმა აქვთ შემუშავებული და მსა მიჰყვებიან. პარალელურად კი მოსკოვში საინტერესო საკადრო გადაადგილებებია მოსალოდნელი.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×