მარიამ ვეკუა
15.06.2026

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე და საქართველო-სერბეთის პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაზე.

თამთა ჩაჩანიძე
14.06.2026

ორშაბათს, 15 ივნისს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველ კლასტერს ოფიციალურად ხსნის. ეს არის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც, ევროჩინოვნიკების თქმით, მოიცავს კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებებსა და სხვა რეფორმებს. კიევი და კიშინიოვი ამ ფაქტს მიესალმებიან.

ნატალია ჯვარიძე
14.06.2026

აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და დე ფაქტო პარლამენტის წევრმა კან კვარჩიამ განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესების ეტაპზეა, რასაც სოხუმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

მარიამ ვეკუა
13.06.2026

მედიაში სამართალდამცავების მხრიდან დაკავებულ მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის კადრების გავრცელებას მწვავე პოლიტიკური რეაქციები მოჰყვა. ოპოზიცია „ივანიშვილის რეპრესიულ სისტემაზე" საუბრობს, ხოლო მმართველი გუნდი ოპოზიციურ მედიას „მანიპულაციასა და ინფორმაციულ ძალადობაში" ადანაშაულებს, რადგან ჩანაწერი 4 წლის წინაა გაკეთებული, ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დიდი ხნის დაკავებული არიან და ამის შესახებ საჯარო წყაროებითაც ყველასათვის იყო ცნობილი.

თამთა ჩაჩანიძე
12.06.2026

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო და განხილვის მთავარი თემა ის საკითხები გახდა, რომლებმაც ევროკავშირს საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიაღებინა.

თამთა ჩაჩანიძე
12.06.2026

პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ენმ-მა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოკვეთა. მისი თქმით, ოპოზიცია შიდა უთანხმოებებსაც ვერ უმკლავდება და ქართველ ამომრჩეველთან წარმატების მიღწევის შანსიც არ გააჩნია.

ნატალია ჯვარიძე
11.06.2026

„ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა 3 დღის წინ განაცხადა, რომ ოპოზიციის ალიანსის სიმბოლიკიდან მალე ამოიღებენ „ნაცმოძრაობის" ლოგოს, თუმცა ჯერჯერობით სიტუაცია უცვლელია - არც ენმ აპირებს ალიანსიდან გასვლას და არც ალიანსი - მის გარიცხვას. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ალიანსში ლიდერობისათვის „ჩუმი ბრძოლა" მიმდინარეობს.

თამთა ჩაჩანიძე
11.06.2026

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში ჰარსაწინააღმდეგო თავდაცვის რუსული სტრუქტურებისთვის თნამშრომლებს ეძებს, კონტრაქტისთვის კი ერთჯერად სოლიდურ ფინანსურ ბონუსს და კომფორტულ ბინას სთავაზობს. მანამდე კი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომ უკრაინული დრონები ხშირად არღვევენ „აფხაზეთის საჰაერო სივრცეს" და შესაბამისი ინსტრუქციაც კი გამოსცა, თუ როგორ მოიქცეს მოსახლეობა დრონების ფრაგმენტების აღმოჩენის შემთხვევაში.

თამთა ჩაჩანიძე
11.06.2026

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ში „რევოლუციურ ცვლილებებს" აანონსებს. იგი ფუნდამენტურ განახლებაზე, პარტიაში ახალი ენერგიის შეტანასა და საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობაზე საუბრობს, ამ კონტექსტში კი განიხილავს ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის ოფიციალურად გაწევრიანებას პარტიაში. ჟორჟოლიანი კიაცხადებს, რომ „საინტერესოს" წინადადება მიიღო და ახლა პარტიასთან მოლაპარაკებების ეტაპზეა.

თამთა ჩაჩანიძე
10.06.2026

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ფორმალური ჩარჩო არ უნდა იყოს და რეალურ შინაარსს ორმხრივი სარგებელი და მკაფიო სამოქმედო გეგმა უნდა სძენდეს.

თამთა ჩაჩანიძე
10.06.2026

11 ივნისს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის სპეციალური სავიზო დიალოგი გაიმართება. შეხვედრა უკავშირდება ევროკავშირის მიერ ამოქმედებულ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის და მიზნად ისახავს საქართველოსგან განმარტებებისა და კონკრეტული ნაბიჯების მიღებას იმ საკითხებზე, რომლებიც ბრიუსელის შეფასებით პრობლემურად რჩება.

მარიამ ვეკუა
10.06.2026

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებების სერია გრძელდება - კიდევ 14 ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, მტკიცებულებები უდაოდ ცნო და პროკურატურასთან შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×