თამთა ჩაჩანიძე
27.10.2025

26 ოქტომბრის პროტესტი ოპოზიციაში კიდევ ერთი მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა, „ნაცმოძრაობა" თამარ ჩერგოლეიშვილს აქციის მისაკუთრებაში ადანაშაულებს. თავად „ფედერალისტების" ლიდერი ამბობს, რომ აქციიდან „8 პარაზიტი გააძევა", რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები ეჭირათ და „აქციის დღის წესრიგის მიტაცებას ცდილობდნენ".

ნატალია ჯვარიძე
27.10.2025

ოპოზიციაში მიანიშნებენ, რომ ბრძოლის გასაგრძელებლად ახალი გეგმა აქვთ. ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებას აანონსებს და ვადამდელ არჩევნებს პროგნოზირებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზურაბიშვილს დასავლეთის იმედი აქვს და ოპოზიციონერებთან მოლაპარაკებას აპირებს.

თამთა ჩაჩანიძე
26.10.2025

რუსთაველზე უწყვეტი პროტესტის პარალელურად, დროდადრო ხალხმრავალი აქციებიც იმართება, თუმცა ორგანიზატორები ვერ ახერხებენ პროცესის პოლიტიკურ შედეგებში გადათარგმნას, რაც, ანალიტიკოსთა აზრით, ნიშნავს იმას, რომ აქციის ორგანიზატორებს შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია არ აქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსთაველის პროტესტი ჯერ ვერ გადაიქცა მთელი ქვეყნის პროტესტად და ფრიად ლიმიტირებული ხასიათი აქვს როგორც გეოგრაფიული, ასევე მასობრიოვობის კუთხით.

ნატალია ჯვარიძე
25.10.2025

„ნაცებმა" თავიანთი თავი თვითონ გააქრეს, „ლელო" თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ახლა ვართ მარტო „ქოცები" და „გირჩები", ამის შესახებ პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოპოზიციას დღევანდელი სიტუაცია ძალიან სჭირდება, ამიტომ ეს მდგომარეობა გაგრძელდება.

მარიამ ვეკუა
25.10.2025

რუსთაველის გამზირზე პროტესტის 330-ე დღეს მოქალაქეებმა გზა კვლავ გადაკეტეს, თუმცა მალევე ტროტუარზე გადაინაცვლეს. წუხელ გამთენიამდე გაგრძელებულ სასამართლო პროცესებზე კი რამდენიმე ადამიანი პატიმრობაში დატოვეს. ოპოზიცია ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს- ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა „საჭიროა გამძლეობა", მმართველი გუნდი კი მოქალაქეებს კანონმორჩილობისკენ მოუწოდებს.

ნატალია ჯვარიძე
25.10.2025

ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც ერთ დროს „ქართული ოცნების" საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა, ახლა „მეგობარი აქტის" მიღების წინააღმდეგია, შესაბამისად, ამ დოკუმენტის პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშძე.

თამთა ჩაჩანიძე
24.10.2025

„ოცნების" ნაბიჯების საპირწონედ, „ლელოს" საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი იმ ახალშემოღებულ ზომებზე, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს ფაქტიურად პოლიტიკურად კლავს. ხაზარაძის პარტიაში ამბობენ, რომ ამის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

თამთა ჩაჩანიძე
24.10.2025

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით ერთ მილიონიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილებით ექსპრემიერს პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

ნატალია ჯვარიძე
24.10.2025

გამკაცრებული კანონებისა და დაპატიმრებების მიუხედავად ხელისუფლების ოპონენტები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას მაინც ცდილობენ. გუშინ ღამით, აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნით ისევ მოახერხეს ქალაქის მთავარი გამზირის ჩაკეტვა, თუმცა პოლიციის მოთხოვნის შემდეგ, საავტომობლო გზის მოძრაობა აღდგა. კანონის დარღვევის ბრალდებით პოლიცია დაკავებების სერიას აგრძელებს.

მარიამ ვეკუა
24.10.2025

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე წარუდგინეს, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ შეუძლებელია უმაღლესი თანამდებობის პირს აბსოულუტრი ძარცვა ეპატიოს, ნაწილი კი ამბობს, რომ ღარიბაშვილის საბოლოო ვერდიქტი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად და როგორ მოგვარდებიან კულუარებში. მეორეს მხრივ „ოცნებაში" აღნიშანვენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და გამოძიების დასრულებამდე კომენტარებისგან თავს იკავებენ.

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2025

გახარიას პარტია აცხადებს, რომ პარლამენტი ახლაც არალეგიტიმურია, თუმცა პარალელურად პარლამენტის და საკრებულოს მანდატების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის აჭარის უმაღლეს საბჭოშიც „გახარია - საქართველოსთვის" წევრები ბოიკოტს წყვეტენ და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას იწყებენ.

ნატალია ჯვარიძე
23.10.2025

თუ კაცი ელოდება, რომ მასთან მივლენ, რატომ შეინახავდა ფულს სახლში და თავს რატომ დააჭერინებდა? - კითხულობს პოლიტოლოგი იგორ იკვესელავა ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო აგორებულ საქმეზე. მან ასევე საპროტსტო აქციების პერქსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მუხტი არ ჩაქრება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×