ნატალია ჯვარიძე 15.02.2026

ოპოზიციის ერთობის დოკუმენტზე „ლელომ" საბოლოოდ უარი თქვა. „ნაცმოძრაობაში" ამ საკითხზე ისევ აზრთა სხვადასხვაობაა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება. „კოალიცია ცვლილებებისთვის" კი აცხადებს, რომ დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მასზე ხელმოწერაზე უარს იტყვიან, საზოგადოებისათვის თავისი პოზიციის ახსნა მოუწევთ.
|
მარიამ ვეკუა 15.02.2026

მმართველი პარტია ევროინტეგრაციის საჭიროებაზე საჯარო დისკუსიის გახსნას ცდილობს. ამ თემაზე საჯარო ტელე-დებატებია დანიშნული, თუმცა მას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და ექსპერტების ნაწილმა. ისინი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციური კურსია და არა საკამათო საკითხი.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.02.2026

ოკუპირებულ ცხინვალში ორი დღის წინ საზეიმოდ გაიხსნა რუსული პასპორტების გამცემი პუნქტი. ეს იმ ფონზე ხდება, როცა გასულ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალურად შეწყდა რუსული პასპორტების და მართვის მოწმობების გაცემა და შესაბამისი პუნქტებიც დაიხურა. ექსპერტების შეფასებით, ეს მოსკოვმა დემონსტრაციულად გააკეთა და აფხაზებს დემონსტრაციულად სჯის.
|
მარიამ ვეკუა 14.02.2026

ესტონეთმა სამხრეთ კავკასიაში დიპლომატიური აქცენტები შეცვალა - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილებით, ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი თბილისიდან ერევანში გადადის, რასაც ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ორ ქვეყანასთან, საქართველოსა და სომხეთთან, ურთიერთობების დინამიკის ცვლილებით ხსნის. საქართველოს მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამით არაფერი დააკლდებათ, ოპოზიცია კი რეგიონში საქართველოს როლის დასუსტებაზე საუბრობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.02.2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის კუთხით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „კონკრეტულ ნაბიჯებს" ელოდება, თუმცა დეტალები დაკონკრეტებული არაა. თავის მხრივ, „ქართული ოცნებაც" ელოდება ნაბიჯების ვაშინგტონისგან. ანალიტიკოსების აზრით, „კონკრეტულ ნაბიჯებში", დიდი ალბათობით, გათვალისწინებულია, როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორები, მათ შორის ის,რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებს. თავად „ოცნებისთვის" კი დამაკმაყოფილებელი იქნება, რომ საქართველო პოლიტიკური იზოლაციიდან გამოვიდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.02.2026

„ბი-ბი-სი"- მ „ქართული ოცნების" სარჩელს უპასუხა, რომ მხარს უჭერს ბრიტანულ საზოგადოებრივ ტელევიზიაში გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას ე.წ. კამიტთან დაკავშირებით. მმართველ პარტიაში ადასტურებენ, რომ პასუხი „ოცნებამ" რამდენიმე დღის წინ მიიღო და საპასუხო მიმართვაზე იურისტები უკვე მუშაობენ.
|
ნატალია ჯვარიძე 13.02.2026

ირანს რევოლუციის 47-ე წლისთავი რეგიონში ყველა სახელმწიფომ, მათ შორის ისრაელის სტრატეგიულმა მოკავშირემ, აზერბაიჯანმაც მიულოცა. თუმცა თბილისში, ირანის საელჩოს მიღებაზე საგარეო საქმეთა მინისტრის დასწრებამ და ირანის დროშის ფერებში განათებულმა მთაწმინდის ანძამ ოპოზიციაში უზომო ისტერია გამოიწვია. ცეცსლს ნავთი ისრაელის საელჩოს განცხადრბამ დაასხა, რომელშიც დიპლიმატიურმა მისიამ საქართველოს მთავრობას პასუხი მოსთხოვა.
|
მარიამ ვეკუა 13.02.2026

სტუდენტური პროტესტი განათლების რეფორმის წინააღმდეგ ახალ ფაზაში გადადის - 15 თებერვალს დაგეგმილი აქციის ფონზე, იკვეთება დაპირისპირება სახელმწიფოს განათლების პოლიტიკასა და აკადემიური წრეების მოთხოვნებს შორის, მაშინ როცა უნივერსიტეტებში მისაღები კვოტები მკვეთრად შემცირდა.
|
ნატალია ჯვარიძე 13.02.2026

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ მოხელეებს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს, განსაკუთრებული წყრომა კი, ისევ და ისევ, გერმანიის საელჩომ და პირადად ელჩმა დაიმსახურა, მათ ქმედებებს სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი რადიკალების დახმარებით ხელისუფლების დამხობაა. ამბობს, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ უნდა დაიხარჯოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.02.2026

ახალი კონცეფციით გათვალისწინებული სტუდენტების მიღების კვოტები უნივერსიტეტებში, პლასტიკურ პროდუქციაზე შეზღუდვები, ავტომობილების იმპორტი, "იგლ ჰილსის" პროექტი, ეკონომიკა და ბიუჯეტი - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელზედაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 თებერვლის მთავრობის სხდომაზე განიხილა.
|
მარიამ ვეკუა 12.02.2026

ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის საქართველოში ვიზიტი პოლიტიკური და ეკონომიკური გზავნილებით დატვირთული აღმოჩნდა - ათონელის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე მან საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა შეაქო, ქვეყნის მიმართ „მორალურ შანტაჟზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხორვატიული ბიზნესი საქართველოს ბაზრით სერიოზულად ინტერესდება, მაშინ როცა ევროკავშირის შიგნით საქართველოს მიმართ ერთიანი და მყარი პოზიციის არარსებობაზეც გაამახვილა ყურადღება.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.02.2026

"ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება", "განსხვავებული აზრის ჩახშობა", "ანტიდემოკრატიული კანონები", "დემოკრატიული უკუსვლა", "ტრამპის მარშრუტის მიღმა დარჩენილი საქართველო" - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომლებზეც ჰელსნიკის კომისიის საინფორმაციო სესიაზე იმსჯელეს საქართველოს შესახებ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|