ნაზი ბერიძე 27.06.2023

მოახლოებული ნატოს ვილნიუსის სამიტის ფონზე, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში ლიტვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა.
|
ნაზი ბერიძე 27.06.2023

შეერთებული შტატები გააგრძელებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერზე" ზეწოლას, რათა მის დაქირავებულ მებრძოლებს ჩამოართვან შესაძლებლობა , დათესონ ქაოსი და ძალადობა მსოფლიოში, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატოტრმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 26.06.2023

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელ რივნოპოლზე კონტროლი დაიბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ანა მალარზე და 31-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს.
|
ნაზი ბერიძე 26.06.2023

წარუმატებელი სამხედრო აჯანყების შემდეგ რუსეთში შედარებით დასტაბილურებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე ანალიტიკოსები „რეზონანსთან" უახლოეს მომავალში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოდინებას არ ელიან - თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სიტუაცია კვლავ დაიძაბოს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც რაიმე საფრთხეს ამ ეტაპზე უარყოფენ.
|
ნაზი ბერიძე 26.06.2023

რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინის ამბოხს დასავლეთის მხრიდან აქტიური რეაქცია მოჰყვა - ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება, თუ ბელარუსი პრიგოჟინს მიიღებს. ანალიტიკოსებს „რეზონანსთან" განვითარებული მოვლენების ფონზე ცალსახა პასუხი აქვთ - რუსეთი დასუსტდა, რაც სარისკოა განსაკუთრებით მისი მეზობელ სახელმწიფოებისთვის. ასევე, დასავლეთისთვის, რაც უსაფრთხოების ზომების გაზრდას ითხოვს, განსაკუთრებით ნატოს მხრიდან.
|
ელზა პაპოშვილი 25.06.2023

23-24 ივნისის მოვლენებმა და სამხედრო გადატრიალების მცდელობამ რუსეთში აჩვენა, რომ ასეთი არაპროგნოზირებადი ქვეყნის მეზობლობა საქართველოს დამატებით გამოწვევებს უქმნის, რომელთა პრევენციასა და აღკვეთაზე ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს მუშაობა. ამ შაბათ-კვირას რუსეთი სამხედრო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. ამჯერად ყველაფერი შედარებით მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ, რა მოხდება მსგავსი მოვლენების გამეორების შემთხვევაში, თუკი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობის შემდეგ რუსი სამხედროების ნაწილი იარაღს საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართავს, როგორც ერთხელ უკვე მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს?
|
რეზონანსი 25.06.2023

შაბათს რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. ამბოხებული „ვაგნერელები“ უკვე მოსკოვიდან 200 კილომეტრში იმყოფებოდნენ. როსტოვის ცენტრში თავად „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყო გამაგრებული, მის გასანადგურებლად გაგზავნილ „კადიროველებს“ კი ქალაქის გარეუბნებში ჰქონდათ მოწყობილი პოზიციები და იერიშისათვის ემზადებოდნენ. თუმცა, საბოლოოდ, პრიგოჟინის მიერ გამოცხადებული „სამართლიანობის მარში“ მშვიდობიანად დასრულდა.
|
ნაზი ბერიძე 24.06.2023

ვორონეჟის ოლქში ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერისა“ და სამთავრობო ძალებს შაბათს შუადღისას შეტაკებები დაიწყო. ამბოხებული „ვაგნერელების“ მთავარი შტაბი როსტოვში მდებარეობს, მოწინავე ნაწილები კი უკვე ვორონეჟში არიან. თავად პრიგოჟინი აცხადებს, რომ მოსკოვამდე აპირებს ჩასვლას, თუმცა, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, მის განკარგულებაში ამ ეტაპისთვის არსებული ძალებით მოსკოვის აღება პრაქტიკულად შეუძლებელია.
|
ელზა პაპოშვილი 23.06.2023

უკრაინის ფრონტზე ოთხი მიმართულებით მძიმე ბრძოლა გრძელდება, უკრაინელებსა და რუსებს შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინამ გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალების დისლოცირების 13 ტერიტორია და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები გაანადგურა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
|
ნაზი ბერიძე 23.06.2023

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ასევე ოპოზიციამ - პრეზიდენტის ნაბიჯს კრიტიკა უმრავლესობის წარმომადგენლებისგან მოჰყვა. თავად ნიკა გვარამია კი პრეზიდენტს მადლობას უხდის.
|
რეზონანსი 23.06.2023

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას აქტიურად ეხმაურებიან საქართველოშიც და უცხოეთშიც - ექნება თუ არა ამ გადაწყვეტილებას ზეგავლენა 12 პუნქტის შესრულებაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების თემატიკაზე - პოზიციები ამაზე განსხვავებულია.
|
ელზა პაპოშვილი 22.06.2023

პროგრესი არის, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო - ეს არის გზავნილი ევროკავშირიდან, რომელიც საქრათველოს ხელისუფლებამ 22 ივნისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართული ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეკრებიდან მიიღო, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირის გზაზე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|