თამთა ჩაჩანიძე 07.08.2022
რუსემა თავისი ძალების უკრაინის სამხრეთისკენ გადასროლა დაიწყეს, სადაც უკრაინელებმა ცოტა ხნის წინ კონტრშეტევა დაანონსეს. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, კიევის მხრიდან კონტრშეტევის ღიად გამოცხადება უცნაური იყო და მახეს ჰგავდა. შესაბამისად, ეს, დიდი ალბათობით, შესაძლოა საოკუპაციო ძალებს გააზრებულიც ჰქონდეთ და ამიტომ აღმოსავლეთ ფრონტსაც არ შეეშვებიან და შეეცდებიან, რომ სამხრეთის მიმართულებაზე კონტრშეტევა უკრაინელებს დაასწრონ.
|
ელზა პაპოშვილი 07.08.2022
უნდა დაწესდეს თუ არა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის - ეს საკითხი აგვისტოს ომის მორიგი წლისთავის მოახლოებასთან ერთად უკიდურესად აქტუალური გახდა. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, ხელისუფლება კია მათ ამის გამო ქსენოფობიაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, რუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, მიოთუმეტეს საკურორტო სეზონის პიკზე, გაუმართლებელი იქნება. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესები კი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დაიწყება, როდესაც საქართველოში მყოფი რუსების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება და ნაწილი აქ დარჩენას გადაწყვეტს.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.08.2022
ერთი კვირის წინ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ იგი ქართული პოლიტიკიდან წასვლას აპირებს და ამაზე შესაბამის განცხადებას თავად გააკეთებს. თუმცა დღემდე მესამე პრეზიდენტს არაფერი განუცხადებია. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ მართლაც ოპოზიციის ნაწილის ეჭვები სიმართლეს შეესაბამება და სააკაშვილი „ოცნებასთან" გარიგებას ცდილობს, შესაძლოა ხელისუფლებასთან მისი ეს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ან ჯერჯერობით იმ კონდინციამდე არაა მისული, რომ სააკაშვილმა წასვლასთან დაკავშირებული განცხადება გააკეთოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.08.2022
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ამ თანამდებობაზე კიდევ ერთხელ წარდგენაზე უარი თქვა და პარლამენტს ასარჩევად ორი სხვა კანდიდატურა წარუდგინა. თავად კალანდარიშვილი, რომელიც მმართველიპარტიის სიმპატიითა და მხარდაჭერით სარგებლობს, ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების სავარაუდო მოტივებსა და შედეგებზე საუბრობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.08.2022
პუტინსა და ერდოღანს შორის საუბრის თემები ბევრია, შესაძლოა საქართველოზეც იყოს საუბარი, რადგან როგორც ვიცი მერე თბილისს ეწვევა და თუ ჩამოვა, შეიძლება გარკვეული ინიციატივებიც წამოაყენოს, მაგრამ რა იქნება წინასწარ ამის თქმა ძნელია - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრაზე საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 05.08.2022
უკრაინა-რუსეთის ომი კვლავ აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე, „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე ძალთა თანაფარდობაა და ორივე მხარე პოზიციურ ბრძოლებს აწარმოებს. თუმცა მცირე უპირატესობა რუსეთის მხარეს შეიმჩნევა. გენერალი ამბობს, რომ რუსებმა უკრაინის სამხრეთით ჯარის მობილიზება და დანაყოფების გადასროლა დაიწყეს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ომის მესამე ფაზისთვის ემზადება.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.08.2022
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 163-ე დღეს ფრონტის ხაზზე ვითარება მძიმეა - უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია შეტევას ორი მიმართულებიდან ცდილობს, ასევე დასახლებულ პუნქტებში ცეცხლს უხსნის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, თუმცა რთული სიტუაციის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს და ოკუპანტებისგან კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს. თავის მხრივ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.08.2022
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუს ტურისტებთან დაკავშირებით, სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ფხიზლად და ფრთხილად იყვნენ, რათა ინციდენტები არ იყოს დაშვებული და მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა, „ენმ-ს მიერ აგორებული ქსენოფობიური კამპანიაა, რომლის ერთადერთი მიზანია, საქართველო რამენაირად გახდეს მეორე ფრონტი", რასაც კობახიძის თქმით, მმართვლი პარტია „არ დაუშვებს". მის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციიდან.
|
ია აბულაშვილი 05.08.2022
საპარლამენტო რესპულიკა კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს, რაც კარგად იცის ბიძინამ, ამიტომ თადარიგი აქედანვე დაიჭირა. საზოგადოებას ეტყვის, აგერ, ბატონო, კოალიციური მთავრობაო, რომელიც დაკომპლექტდება ახალი და ძველი „ოცნებით", კიდევ ერთ-ორ სხვა ოპოზიციურ პარტიასაც შეიყვანენ. კოალიციური მთავრობა კი ნიშნავს ახალ კოაბიტაციას, რასაც დასავლეთიც მიესალმება," - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან" პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 04.08.2022
უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ომში დაღუპული ოსებისა და აფხაზების შესახებ. ამის მტკიცებულებად კი ფოტოებს და გარდაცვლილთა ვინობას აქვეყნებენ. ეს ძირითადად „ტელეგრამზე“ ხდება, სადაც საუბობენ იმაზე, რომ ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრებდა. ფაქტები სიმართლეს რამდენად შეესაბამება და ხდება თუ არა საქართველოდან აფხაზების და ოსების ომში გაწვევა? ან რამდენად ხშირია მათი დაღუპვის შესახებ ცნობები? ამ თემაზე „რეზონანსს“ კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ესაბურა.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.08.2022
უკრაინაში რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებს განაგრძობს. რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში ავტობუსის გაჩერება დაბომბეს, არის დიდი მსხვერპლი. ამავე იერიშის შედეგად დაზიანდა ტაძარი. ოკუპანტებმა რაკეტები ესროლეს ხარკოვს, მიკოლაევს, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ისინი დიდ დანაკარგებს განიცდიან და დემორალიზებულები არიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ირწმუნება, რომ დროის მიმდინარე მონაკვეთში პირიქით დიდი დანაკარგი უკრაინის ჯარს ჰქონდა, როგორც სამხედროების, ასევე ტექნიკის თვალსაზრისით.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.08.2022
ივანიშვილს ოლიგარქის სტატუსი არც ჰქონდა და ვერც ექნება, ოლიგარქი კლასიკური გაგებით ქვეყნის ძარცვის ხარჯზე მდიდრდება. ამ შემთხვევაში კი ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საქართველოს არაერთი სფეროს გადარჩენისთვის მილიარდები დახარჯა. ტერმინი „ოლიგარქი" მიესადაგება კეზერაშვილს, სააკაშვილს, ადეიშვილს და სხვებს, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტის, ქვეყნის ქონების ძარცვის შედეგად გამდიდრდნენ და პოლიტიკასა და მედიაში ერევიან, რაც ივანიშვილს აბსოლუტურად არ ახასიათებს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და პოლიტიკოსების განცადებებზე კომენტირებისას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|