ნაზი ბერიძე 28.06.2023

უნგრეთს თავად აქვს პრობლემები ევროკავშირის შიგნით და აქედან გამომდინარე, მისი მხრიდან საქართველოს საკითხზე შესაძლო „ვაჭრობა" დადებითად ვერ აისახება ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე. ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას.
|
ელზა პაპოშვილი 28.06.2023

არსებობს თუ არა საქართველოში „შავი ხვრელები“, რომლის მეშვეობითაც რუსები, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებენ? სწორედ ამის გასარკვევად საქართველოში სანქციების ჯგუფის ამერიკელი და ბრიტანელი წევრები ეწვივნენ, რომლებმაც დახურულ კარს მიღმა ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართეს. მათ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადეს, რომ არსებობს 38 დასახელების საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობები, რომლის ჩიპებსაც რუსები სამხედრო დანიშნულებით იყენებენ. საქართველოდან სწორედ ამ მოწყობილობების ტვირთბრუნვაა გაზრდილი, რაც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ვიღაცამ „შავი ხვრელი“ შექმნა და რუსებს დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
|
ნაზი ბერიძე 28.06.2023

27 ივნისს თავის საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანემა სცემეს „ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი, დავით ოსიყმიშვილი; ასევე ქუჩაში აგინეს „დროას" ერთ-ერთ ლიდერ ბათუ ქუთელია და ასევე თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულის" ერთერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს მიშა მშვილდაძეს. იკვეთება თუ არა ძალადობის ფაქტებში პოლიტიკური მოტივი და რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის ბრალდება, რომ ეს ყველაფერი როგორც მინიმუმ ხელისუფლების მიერაა წახალისებული და შესაძლოა ორგანიზებულიც?
|
ელზა პაპოშვილი 27.06.2023

უკრაინული ძალები ფრონტის რამდენიმე მიმართულებით სამხრეთითა და აღმოსავლეთით წარმატებით მიიწევენ - მელიტოპოლში, ბერდიანსკსა და ბახმუტში, უკრაინელებს შესამჩნევი წინსვლა აქვთ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ნოვოდარივკა - პრიიუტნე, ნოვოდანილივკა - რობოტინის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები წარმატებით აგრძელებენ სროლას მტრის იდენტიფიცირებულ სამიზნეებზე. ასევე, თავდაცვის ძალები ახორციელებენ შეტევითი მოქმედებების ბახმუტის მიმართულებით ორიხოვეს დასახლებების მიდამოებში.
|
ნაზი ბერიძე 27.06.2023

მოახლოებული ნატოს ვილნიუსის სამიტის ფონზე, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში ლიტვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა.
|
ნაზი ბერიძე 27.06.2023

შეერთებული შტატები გააგრძელებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერზე" ზეწოლას, რათა მის დაქირავებულ მებრძოლებს ჩამოართვან შესაძლებლობა , დათესონ ქაოსი და ძალადობა მსოფლიოში, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატოტრმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 26.06.2023

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელ რივნოპოლზე კონტროლი დაიბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ანა მალარზე და 31-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს.
|
ნაზი ბერიძე 26.06.2023

წარუმატებელი სამხედრო აჯანყების შემდეგ რუსეთში შედარებით დასტაბილურებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე ანალიტიკოსები „რეზონანსთან" უახლოეს მომავალში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოდინებას არ ელიან - თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სიტუაცია კვლავ დაიძაბოს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც რაიმე საფრთხეს ამ ეტაპზე უარყოფენ.
|
ნაზი ბერიძე 26.06.2023

რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინის ამბოხს დასავლეთის მხრიდან აქტიური რეაქცია მოჰყვა - ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება, თუ ბელარუსი პრიგოჟინს მიიღებს. ანალიტიკოსებს „რეზონანსთან" განვითარებული მოვლენების ფონზე ცალსახა პასუხი აქვთ - რუსეთი დასუსტდა, რაც სარისკოა განსაკუთრებით მისი მეზობელ სახელმწიფოებისთვის. ასევე, დასავლეთისთვის, რაც უსაფრთხოების ზომების გაზრდას ითხოვს, განსაკუთრებით ნატოს მხრიდან.
|
ელზა პაპოშვილი 25.06.2023

23-24 ივნისის მოვლენებმა და სამხედრო გადატრიალების მცდელობამ რუსეთში აჩვენა, რომ ასეთი არაპროგნოზირებადი ქვეყნის მეზობლობა საქართველოს დამატებით გამოწვევებს უქმნის, რომელთა პრევენციასა და აღკვეთაზე ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს მუშაობა. ამ შაბათ-კვირას რუსეთი სამხედრო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. ამჯერად ყველაფერი შედარებით მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ, რა მოხდება მსგავსი მოვლენების გამეორების შემთხვევაში, თუკი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობის შემდეგ რუსი სამხედროების ნაწილი იარაღს საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართავს, როგორც ერთხელ უკვე მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს?
|
რეზონანსი 25.06.2023

შაბათს რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. ამბოხებული „ვაგნერელები“ უკვე მოსკოვიდან 200 კილომეტრში იმყოფებოდნენ. როსტოვის ცენტრში თავად „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყო გამაგრებული, მის გასანადგურებლად გაგზავნილ „კადიროველებს“ კი ქალაქის გარეუბნებში ჰქონდათ მოწყობილი პოზიციები და იერიშისათვის ემზადებოდნენ. თუმცა, საბოლოოდ, პრიგოჟინის მიერ გამოცხადებული „სამართლიანობის მარში“ მშვიდობიანად დასრულდა.
|
ნაზი ბერიძე 24.06.2023

ვორონეჟის ოლქში ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერისა“ და სამთავრობო ძალებს შაბათს შუადღისას შეტაკებები დაიწყო. ამბოხებული „ვაგნერელების“ მთავარი შტაბი როსტოვში მდებარეობს, მოწინავე ნაწილები კი უკვე ვორონეჟში არიან. თავად პრიგოჟინი აცხადებს, რომ მოსკოვამდე აპირებს ჩასვლას, თუმცა, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, მის განკარგულებაში ამ ეტაპისთვის არსებული ძალებით მოსკოვის აღება პრაქტიკულად შეუძლებელია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|