ნაზი ბერიძე 07.06.2023

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის მიერ შექმნილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინას, განახორციელოს საკუთარი ტერიტორიის დეოკუპაცია.
|
ელზა პაპოშვილი 06.06.2023

„ნაცმოძრაობა“ 2024 წლის არჩვენებზე გაერთიანებას ყველა ოპოზიციურ პარტიას სთავაზობს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ოლიგარქის დამარცხება მხოლოდ ამ შემთხვევშია შესაძლებელი. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
|
ნაზი ბერიძე 06.06.2023

ოპოზიცია ბოლო პერიოდში გააქტიურდა. ჯერ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ალაპარაკდა, ახლა კი პოლიტიკური პარტიების გაერთიანების ინიციატივით გამოდის.
|
ნაზი ბერიძე 05.06.2023

ოპოზიციის ნაწილი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ინიციციატივით გამოდის და ერთობლივი მინისტრთა კაბინეტის დასახელებას ითხოვს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" კოალიციური მთავრობის პერსპექტივას ვერ ხედავენ და მიაჩნიათ რომ ეს იდეა არ განხორციელდება, რადგან არ იქნება შედეგის მომტანი და არ ექნება საზოგადოების შესაბამისი მხარდაჭერა.
|
ელზა პაპოშვილი 05.06.2023

უკრაინის ფრონტზე სიტუაცია შედარებით მშვიდია, თუმცა სიმშვიდე არ არის, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე რუსულ ჯარში. “რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“, რომლებიც ირწმუნებიან, რომ რუსი ჯარისკაცები დაატყვევეს, აცხადებენ, რომ ტყვეებს უკრაინას გადასცემენ.
„რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ ინფორმაციით კი, რუსეთის ბელგოროდის ოლქის შებეკინოს რაიონში ღამით მოწინააღმდეგის ორი ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.
|
ნაზი ბერიძე 05.06.2023

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივა პოზიტიურად შეაფასა. ამის შესახებ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ის, რომ უკრაინამ კონტრშეტევა უკვე განახორციელა, ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც და აღნიშნავს, რომ ის არ იყო წარმატებული.
|
ნაზი ბერიძე 03.06.2023

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად გააქტიურება ენმ-ს სასურველ შედეგს ვერ მოუტანს - მათგან დანარჩენი ოპოზიციის დისტანცირების პროცესი გაძლიერდება და სააკაშვილის ფაქტორს „ქართული ოცნება" მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისას ისევ სათავისოდ გამოიყენებს. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოების გამო, სააკაშვილი ვერ იქნება ოპოზიციის ერთიანი ლიდერი.
|
ნაზი ბერიძე 03.06.2023

ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს პრემიერ მინისტრი იარკლი ღარიბაშვილი ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, ნატო არაორდინალური გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება, რაც ალიანსის ატიპიურ გაფართოებას გულისხმობს და ეს ვიზიტიც ამასთანაა კავშირში.
|
ელზა პაპოშვილი 02.06.2023

ბოლო რამდენიმე დღეა დედაქალაქი კიევი და უკრაინის მთელი ტერიტორია რუსების მიერ ინტენსიურად იბომბება. თუმცა რუსები აცხდებენ, რომ უკრაინელები რუსეთის რამდენიმე ოლქს დრონებით უტევენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგოროდის რაიონის ქალაქ შებეკინოში ელექტრომატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ქალაქში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
|
ნაზი ბერიძე 02.06.2023

28 მაისს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.1% მოიპოვა, რითაც წარმატებით გაიხანგრძლივა პრეზიდენტობის ვადა 5 წლის ვადით. რა შედეგი ექნება ამას საქართველოსთვის, ამაზე „რეზონანსი" საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.
|
ნაზი ბერიძე 02.06.2023

ჩვენს პარტნიორებს ევროპაში ესმით, რომ სტატუსის მინიჭება დღეს ქვეყნისთვის აუცილებელია. არა „ქართული ოცნებისთვის," არამედ საზოგადოებისთვის, რომ არ გაჩნდეს კიდევ ახალი პრობლემები. კანდიდატის სტატუსს ალბათ მოგვცემენ, მაგრამ გარკვეული დათქმებით, „ოცნება" კი ეცდება ეს თავის წარმატებად წარმოაჩინოს - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.
|
ნაზი ბერიძე 02.06.2023

პარლამენტმა საკმაოდ ინტენსიური სამუშაო გასწია იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულებულიყო და ივნისის ბოლომდე 12-ვე პუნქტს სრულად შევასრულებთ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE"-ში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. ეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც თქვა, ჩვენ ვასრულებთ რეკომენდაციებზე მუშაობას და ახლა ბურთი ევროკავშირის მოედნზეაო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|