თამთა ჩაჩანიძე
20.03.2025

„ქართული ოცნება" განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხშირად აკეთებს ოპოზიციის დასუსტებაზე განცხადებებს. მმართველ პარტიაში განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ბაიერგადალახულ პარტიებსა და ენმ - მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირებას.

ნატალია ჯვარიძე
20.03.2025

„მე ვერ გამითავისებია, როგორ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში ოპოზიციამ. თუ ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, ამისთვის უნდა იბრძოლონ," - ასე აფასებს პოლიტილოგი იგორ კვესელავა ოპოზიციის პოზიციას ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტზე.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2025

უკვე მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელშიც მთელი რიგი შეზღუდვებია. მათ შორის ნათქვამია, რომ საკითხის გაშუქებისას ბალანსი დაცული უნდა იქნას, ამასთან, სატელევიზიო და რადიომაუწყებელმა უნდა დაიცვან სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი. კანონპროექტი უკვე დაკორექტირდა, რის მიხედვით განისაზღვრა, რომ შეზღუდვები აღნიშნული მედიების ვებ- და სოციალურ გვერდებზეც გავრცელდება.

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2025

ოპოზიცია აცხადებს, რომ დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა ახალი საპარლამენტო არჩევნებია. მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ესაა, თუმცა დღეს "ქართული ოცნება" ამის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს და ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი არჩევნებში მონაწილოებისკენ მოუწოდებს.

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2025

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის მთავარი ხაზი უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა იყო, თეთრი სახლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყოს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტრის ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტით, თუმცაღა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბრიდან მალევე რუსეთმა ისევ დაარტყა უკრაინის ენერგოობიექტებს.

ნატალია ჯვარიძე
19.03.2025

„ოპოზიციამ ცოტა აიშვა - საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ერთმანეთსაც კი არ აძლევენ და უბრუნდებიან იმ რეჟიმს, როდესაც ერთმანეთს უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
18.03.2025

ოპოზიცია 31 მარტისთვის ემზადება, კონსულტაციებს მართავენ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთიანი სამოქმედო გეგმის გასაჟღერებლად და აცხადებენ, რომ აქცია უნდა იყოს მასშტაბური, რათა კვლავ მიიქციონ საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება მიიქციონ. ამის პარალელურად კი თავად ოპოზიციონერებს შორის პერიოდულად ხდება დაპირისპირება. ყოველივე ამისა და წარსული გამოცდილების ფონზე, რამდენად გამოვა ხალხი უშალოდ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე და რა სცენარია მოსალოდნელი 31 მარტს?

მარიამ ვეკუა
18.03.2025

საპროტესტო აქციების მონაწილეთა მასობრივი დაჯარიმების შემდეგ, ხელისუფლებამ ახლა იმ ფონდების ანგარიშები დააყადაღა, რომლებიც დაჯარიმებულ აქტივისტებს ფინანსურად ეხმარებოდნენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ფონდებით ხდებოდა ძალადობის მხარდაჭერა და წახალისება, ხოლო ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნება" პროტესტის ჩახშობას მაქსიმალურად ცდილობს. რამდენად იმოქმედებს ფონდების დაყადაღება მიმდინარე საპროტესტო აქციებზე?

თამთა ჩაჩანიძე
18.03.2025

„ნაცმოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდს მწვავედ უპირისპირდება. ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ გახარიას პარტიას „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი აქვს, ხელისუფლებამ კი მათ ზოგადად ოპოზიციისა და მათ შორის „ნაცმოძრაობის" სალანძღავად ფული შესთავაზა. პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ხაბეიშვილის ბრალდებას სრულ სიცრუეს და სისულელეს უწოდებს.

თამთა ჩაჩანიძე
17.03.2025

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ქცევის ნორმები ონლაინ მედიებსა და მათ სოციალურ ქსელის პლატფორმებზეც გავრცელდება. "ქართული ოცნების" განმარტებით, ეს არ შეეხება კერძო პირებს. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული და შესაბამის კომიტეტებში იხილება.

ნატალია ჯვარიძე
17.03.2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა 2033 წლამდე გაუხანგრძლივა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს საზღვრის უკანონო კვეთისთვის 4 წელი და 6 თვე მიესაჯა.

მარიამ ვეკუა
17.03.2025

ოპოზიციაში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს აქტიურად აკრიტიკებენ. ლიდერების ნაწილი ოპოზიციური ერთობის შესახებ ინიციატივას კვლავ სკეპტიკურად უყურებს. ხაზგასმით ამბობენ, რომ „საინტერესო აღარაა, რას ამბობს ზურაბიშვილი". პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ ოპოზიციას კოალიციური ხელისუფლების და მითუმეტეს, ერთიანი სიის შექმნის არანაირი რესურსი არ აქვს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×