თიკა სიბოშვილი
09.08.2023

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი საგრძნობ მატებას განაგრძობს. ეს ტენდენცია საქართველოსაც შეეხო და ნავთობპროდუქტები 10-15 თეთრით გაძვირდა. ჯერჯერობით გაიაფების არანაირი საბუძველი არ არის და სავარაუდოა, რომ ფასის მატება შენარჩუნდება, თუმცა ყველაფერი მაინც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზეა დამოკიდებული.

თიკა სიბოშვილი
08.08.2023

ავტობიზნესს ცვლილებები უკვე დაეტყო. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტის გამო, მანქანების რეექსპორტი იზღუდება. აკრძალვამ უკვე მოთხოვნაც შეამცირა, თუმცა სექტორის წარმომადგენლების ფიქრობენ, რომ რეექსპორტის 5%-იანი შემცირება, ქვეყანაზე მაინცდამაინც უარყოფითად არ აისახება. შიდა ბაზარზე ფასის კლებას კი თითქმის ყველა იმპორტიორი ადასტურებს. რეალურად რას მოუტანს ეს პროცესები საქართველოს სწორედ ახლა იკვეთება.

ქეთო გოგოხია
07.08.2023

საქართველოში სტიქიური მოვლენები საკმაოდ გახშირდა და რისკისგან, ფაქტობრივად, არც ერთი რეგიონი არ არის დაცული, განსაკუთრებით მთიანი ნაწილი, სადაც ათასობით მეწყერსაშიში ზონაა. სამწუხაროდ, სხვადასხვა ტიპის სტიქიური შემთხვევები მომრავლდა და შოვის ტრაგედიამაც დაგვანახა, რომ საფრთხე  ნებისმიერ მომენტში შიძლება გაჩნდეს და ქვეყანამ პრევენციისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, რის შესაძლებლობაც გააჩნია და რასაც უსაფრთხოების სტანდარტი მოითხოვს.

ქეთო გოგოხია
07.08.2023

უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კლება აშკარაა, თუმცა ცვლილება ჯერჯერობით მხოლოდ ქირის მიმართულებას შეეხო. ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება,  ცხადია, ძველ ნიშნულს ვერ მიაღწევს, მაგრამ მომხმარებლებისთვის შვება მაინც იქნება, განაკუთრებით წლის მეორე ნახევარში. მაკლერები ფიქრობენ, რომ ცენტრალურ უბნებში ორთახიან ბინაზე ფასი, საშუალოდ, 500 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო გარეუბნებში დაახლოებით  700-800 ლარის ფარგლებში  შეიძლება დასტაბილურდეს.

გვანცა წულაია
03.08.2023

მუშახაელის დიდი დეფიციტია სოფლის მეურნეობაშიც. ფაქტობრივად, არ დარჩა არც ერთი რეგიონი და არც ერთი სექტორი, რომელსაც ეს პრობლემა არ აწუხებს. მიზეზი აქაც ემიგრაციაა. თანაც ადგილობრივებს დღიური ანაზღაურება ეცოტავებაც, თუმცა ფერმერები ამბობენ, რომ ზრდის შესაძლებლობა არ არსებობს. ასეთი მოცემულობის ფონზე, ფერმერული მეურნეობები არ გამორიცხავენ, რომ დანაკლისის შესავსებლად უცხოური მუშახელი გამოიყენონ, თუკი მათი კვალიფიკაცია დამაკმაყოფილებელი იქნება.

ქეთო გოგოხია
03.08.2023

ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებული ავტომობილების რუსეთში შეყვანის აკრძალვა რეექსპორტს დიდად ვერ დააზარალებს. სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ავტომობილები სხვა ქვეყნების მეშვეობით მაინც გავა რუსეთში და აკრძალვა ამ მხრივ მკვეთრ გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა შემოსავლები გარკვეული დონით დაიწევს. სექტემბრიდან, როცა აკრძალვა ევროკავშირიდან შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც გავრცელდება, ქართული ბაზარი რეექსპორტის დაახლოებით 5%-ს დაკარგავს, რაც იმპორტიორები დიდ დანაკლისად არ მიიჩნევენ.

გვანცა წულაია
02.08.2023

საქართველოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მჭიდროდაა დაკავშირებულია. ოკუპანტ ქვეყანაზე ეკონომიკური დამოკიდებულება დიდ მასშტაბებზეა გასული. ბოლო წელიწად ნახევარია, მთავრობა თავს იმშვიდებს იმით, რომ ალტერნატიულ ბაზრებზეც აქტიურად მიდის მუშაობა, თუმცა დივერსიფიცირება არ მომხდარა, კერძო სექტორი კი იმ შეღავათებსა და ხელსაყრელ პირობებზე საუბრობს, რაც რუსეთში ქართული პროდუქტის ექსპორტს გზას უხსნის.

ქეთო გოგოხია
02.08.2023

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილების პოლიტიკას აგრძელებს. მართალია, ტენდენცია ამჯერადაც უცვლელია, მაგრამ გადაწყვეტილებას ძირითადად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, რადგან მოლოდინი გაცილებით მეტი იყო და ფიქრობდნენ, რომ სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0,5 პუნქტით შეამცირებდა, 0,25%-ის ნაცვლად. სებ-ის პოლიტიკას ეკონომიკურ წრეებში საკმაოდ ფრთხილ ნაბიჯად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ დაგეგმილი 9% სავარაუდოდ ვერ შესრულდება და გაცილებით წლის ბოლოს 9,5%-იან მაჩვენებელს მიაღწევს, რითაც საქართველო მონეტარული პოლიტიკის სიდიდით რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ხდება.

გვანცა წულაია
01.08.2023

საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობა ღრმავდება. მხარეები უკვე შეთანხმდნენ, რომ ქვეყნები ერთმანეთისთვის მიმზიდველები არიან და პატრნიორობა, როგორც საქართველოს, ისე ჩინეთს წაადგება. ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ისედაც მზარდია, თუმცა ბოლო დღეების სიახლე საქართველოსა და ჩინეთს უფრო მეტად დააახლოებს.

თიკა სიბოშვილი
01.08.2023

საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი, ახლა უკვე, ყველაზე აქტიურ ფაზაშია. მიუხედავად ამისა, ითქვა, რომ ცხელი სეზონი ისეთი წარმატებით ვერ მიმდინარეობს, როგორც მოსალოდნელი იყო. საზღვაო კურირტებზე აქტივობა დაბალია და სასტუმროებში გაკეთებული ჯავშნებიც უქმდება. მიუხედავად არაერთი განცხადებისა, რომ ზღვაზე დასვენება საფრთხეს არ წარმოადგენს, ვიზიტორების ნაწილმა მაინც მთაში გადაინაცვლა.

ქეთო გოგოხია
31.07.2023

საქართველოს ეკონომიკური ზრდა უკვე არანაირ ეჭვს არ იწვევს. დადებითი ტრენდი შენარჩუნებულია და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები მოწონებას იმსახურებს როგორც ადგილობრივ ეკონომიკურ წრეებში, ასევე უცხოურ ორგანიზაციებშიც. გლობალური ფინანსური კომპანიების წარმომადგენლები ბოლო დროს ხშირად ხაზს უსვამენ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივად, რასაც მათ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და მინიჭებული რეიტინგიც მოწმობს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდეს, რაზეც ფაქტობრივად ყველა პირობაა შექმნილი.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×