ქეთო გოგოხია
12.09.2023

მთავრობა ცდილობს, რომ დამუშავებული მიწების მოცულობა გაიზარდოს. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი გზა მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებაა, რომლის თანახმადაც მიწის დამუშავება სავალდებულო უნდა გახდეს. მიწის კოდექსის პროექტზე მთავრობა უკვე მუშაობს. სპეციალისტებს გადაწყვეტილებას აფასებენ და საუბრობენ დადებით თუ უარყოფით მხარეებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს კანონმდებლობაში ახალი ჩანაწერის გაკეთებას.

გვანცა წულაია
12.09.2023

ადგილობრივი მუშახელის დეფიციტის გამო, სამშენებლო კომპანიებმა უცხოელების შემოყვანა უკვე დაიწყო. ამაზე ბიზნესი დიდ ხანია საუბრობდა, მაგრამ დღეს საზოგადოება უკვე ფაქტის წინაშე დგას. საინტერესოა, რამდენად მიიღო უცხოელთა დასაქმება ტენდენციის სახე და ძირითადად რომელი ქვეყნებიდან შემოჰყავს გასტერბაიტერები კომპანიებს?

გვანცა წულაია
12.09.2023

ქვეყანაში მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება და მის მოახლოებასთან ერთად, ბინების დაქირავება აქტიურ ფაზაშია. ირკვევა, რომ მიმდინარე ეტაპზე უძრავი ქონების ქირის გადასახადი არ გაზრდილა და წელს ქართველ სტუდენტებს კატასტროფულად მაღალი ფასის გადახდა აღარ უწევთ. თანაც რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს ბინის დაქირავება გაუმარტივდათ და მათთვის უფრო მეტი შეთავაზებაა, ვიდრე შარშან ამ დროს. სავარაუდოა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, როცა წინასასწავლო პერიოდის ბუმი გადაივლის, ქირის ტარიფი შემცირებას დაიწყებს.

ქეთო გოგოხია
11.09.2023

 

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამსვლელთა 60%-მა ვერ ჩააბარა. ამის ერთ-ერთი მიზეზი  გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვების დამატება, ასევე  რეალურ მოძრაობაში გამოცდის გადატანა ქალაქში, რაც მომავალი მძღოლების მხრიდან მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს. დიდი ალბათობით, შესაძლოა, მიმართიანობამ იკლოს დიდი ხარჯიდან გამომდინარე, რისი გაღებაც მომხმარებლებისთვის ადვილი აღარ არის.

ქეთო გოგოხია
11.09.2023

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა, თუმცა მთავრობა მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილების დეტალებს არ ასაჯაროებს. შესაბამისად, სპეციალისტებს უჭირთ განსაზღვრა, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარე ახლავს კანონპროექტს და კონკრეტულად როდის შეიძლება შევიდეს ძალაში. წელს, დიდი ალბათობით, ვერ მოესწრება. საუკეთესო შემთხვევაში, ახალი კანონპროექტი 2024 წლის მეორე ნახევრიდან, ამოქმედდება, თუმცა ესეც ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.

გვანცა წულაია
11.09.2023

საერთაშორისო ბირჟების პარალელურად, საწვავი ძვირდება საქართველოშიც. ბოლო თვეების ტენდენცია ფასების შეუქცევადი ზრდით გამოირჩევა და მოლოდინიც რეალობის შესაბამისია. მსოფლიოში არ გამორიცხავენ, რომ 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულებამ 100 დოლარს გადააჭარბოს, საქართველოში კი ამბობენ, რომ დიზელი ფასი მალე 3 ლარს გადასცდება.

ქეთო გოგოხია
07.09.2023

ნავთობპროდუქტების ბაზარზე ფასების ზრდის ახალი ტენდენცია დაიწყო. მდგომარეობა იმდენად დრამატულია, რომ  შეიძლება ძალიან მალე ახალი რეკორდის მომსწრე გავხდეთ, რასაც გლობალური პროცესები ძალიან უწყობს ხელს, ძირითადად  სპეკულაციურ გარიგებებში ამჯერად საუდის არაბეთი და რუსეთი მოკავშირეები აღმოჩნდნენ, რამაც ბაზარი, ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა. ერთკვირიან მონაკვეთში 1 ბარელი ნავთობის ფასი, საშუალოდ, 6%-ით გაიზარდა და ამჟამად "ბრენტის" ფასი 90 დოლარს აჭარბებს, ამერიკული "ლაითის" ფასი კი 87 დოლარის ფარგლებშია.

გვანცა წულაია
07.09.2023

ბიზნესი კადრების დეფიცის კიდევ განიცდის. რადგანაც პრობლემა საკამოდ მწვავეა, კერძო სექტორი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებით დაინტერესდა, თუმცა ირკვევა, რომ დაინტერესება ორმხრივი არ არის და სახელმწიფოს მხრიდან შემწეობის მიმღებ პირებს მუშაობის სურვილი არ აქვთ.

გვანცა წულაია
07.09.2023

საქართველოს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს. განსაკუთრებით მძიმე სტატისტიკური მონაცემი მივიღეთ 2022 წელს, რა დროსაც საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა. ყურადღების მიღმა დასატოვებელი არც წინა წლების მაჩვენებლებია. რატომ გახშირდა ქვეყნის დატოვების მსურველთა ოდენობა და რა უნდა გაკეთდეს მძიმე შედეგის შესასუსტებლად?

გვანცა წულაია
06.09.2023

ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა. განვლილმა სამმა თვემ აქტიურად ჩაიარა, თუმცა მოლოდინი, რომელიც ცხელ დღეებთან დაკავშირებით არსებობდა, არ გამართლდა. მიზეზი სხვადასხვაა, რამაც ზაფხულის სეზონზე მუშაობა შეაფერხა. დაახლოებით იგივე ვითარებაა მეზობელ თურქეთში, სადაც ქვეყანა ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას აპირებენ.

ქეთო გოგოხია
06.09.2023

საფონდო ბირჟზე მდგომარეობა წლების განმავლობაში უცვლელია. აშკარაა, რომ დარგი შეგნებულად ვერ ვითარდება, რადგან არიან დაინტერესებული მხარეები, რომლებიც სერიოზულად უშლიან ხელს დარგის რეფორმას, რის გამოც მეორადი კაპიტალის ბაზარი საქართველოში უმძიმეს მდგომარეობაშია. სპეციალისტები კომერციული ბანკების მონოპოლიური მდგომარეობაზე აკეთებენ აქცენტს და ბაზრის გაჩერებაში სწორედ მათ ადანაშაულებენ, რომლებიც ბირჟას განვითარების შესაძლებლობას უსპობენ.

გვანცა წულაია
05.09.2023

„ნენსკრაჰესის“ მშენებლობა ხელახლა იწყება. შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ობიექტის მშენებლობის დაწყების მაქსიმალური ვადა 2024 წელია. ინვესტორი იგივეა, ცვლილება კი ისაა, რომ სახელმწიფო  ელექტროენერგიას უფრო დაბალი ტარიფით შეიძენს, ვიდრე ეს წინა ჯერზე უნდა მომხდარიყო. საინტერესოა, მიმდინარე ეტაპზეც ხომ არ დაკონსევრდება ჰესის მშენებლობა და ბოლოსდაბოლოს შეემატება თუ არა ქვეყნის ენერგოსექტორს კიდევ ერთი მსხვილი ობიექტი?


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×