ქეთო გოგოხია
19.09.2022

მაქსიმუმ 1 წელიწადში ბინის გაქირავების ფასი დარეგულირდება. როგორც უძრავი სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, აჟიოტაჟი კარგა ხანია ჩაცხრა და ფასები ბოლო თვეებში, მიმდინარე წლის აპრილი-მაისთან შედარებით, 30%-ით შემცირდა კიდეც, თუმცა ჯერ ისევ მაღალ ნიშნულზეა. მდგომარეობის გამოსწორებას სექტორის წარმომადგენლები განსაკუთრებით 2023 წლის  გაზაფხულიდან ელოდებიან და პირდაპირ აცხადებენ, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში გაქირავების სეგმენტში ტარიფები დაიწევს. ამისთვის 2 მთავარი ფაქტორია გადამწყვეტი: რუსი და ბელარუსი მოქალაქეების გადინება საქართველოს ტერიტორიიდან  და სტუდენტების მხრიდან მოთხოვნის კლება.

გვანცა წულაია
19.09.2022

საქართველოს ენერგოსისტემას სულ უფრო მეტი პრობლემა ექმნება. ქვეყანაში ყველა დიდი ჰესის მშენებლობა შეჩერებულია. წელს მხოლოდ მცირე მეგავატიანი პროექტები შენდება, რაც ქვეყნის ენერგოსისტემაში სასიკეთო ცვლილებას ვერ მოახდენს.

ქეთო გოგოხია
19.09.2022

2022 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით ეს ეხება საცხებ-საპოხ მასალებსა და საავიაციო ნავთს, რომლის მიმართ მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მოხმარება  ინტენსიურია, რაც უკავშირდება ეკონომიკის გამოცოცხლებას, ტრანზიტის ზრდას და საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებას. ტენდენციაც სამომავლოდაც შენარჩუნდება.

გვანცა წულაია
15.09.2022

საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მოსწავლეები საჯარო სკოლებში გუშინ მივიდნენ, ხოლო კერძო სკოლებმა რამდენიმე დღით ადრე გახსნეს კარი. სწავლის დაწყებას თან მოსწავლეების სამზადისი ახლავს, რომელიც ოჯახებისთვის დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს ისეთი ოჯახებისთვის, სადაც 2 და 3 ბავშვი სკოლის მოსწავლეა. წელს ამ მხრივ ურთულესი ვითარება შექმნა, რადგან გასაწევი ხარჯის ოდენობა ნახტომისებურად გაიზარდა.

ქეთო გოგოხია
15.09.2022

კომპანია "არემჯის" საქმიანობა რეგიონის ეკოლოგიას და მოსახლეობის კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. ამის ნათელი მაგალითია სოფელ მუშევანში ფერადი ლითონის მწარმოებელი  კომპანიის მიმართ მოსახლეობის პროტესტი, რაც ადასტურებს, რომ ,,არემჯის" ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემა აქვს. ხალხი კომპანიას გარემოსდაცვითი ღონისძიებების დარღვევაში ადანაშაულებს. წინააღმდეგობა კონკრეტულად  „მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს“ პროექტს უკავშირდება. ფაქტია, რომ ,,არემჯის", რომელიც დიდძალ ფულს შოულობს, გარემოს და ადამიანებს საფრთხეში ამყოფებს. შესაბამისად,  მისი ქმედება სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

თიკა სიბოშვილი
14.09.2022

დიდი სიძვირის შემდეგ, საქართველოში საწვავის გაიაფებას ვარაუდობენ. დაპირებები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, თუმცა რეალურად ფასები დიდად არ იკლებს და უფრო შეუმჩნევლად იაფდება. არადა, ქვეყანაში ყველა ის წინაპირობა არის, რომ ღირებულება შეიცვალოს. ახლა უკვე, გაიაფებას სექტემბრიდან ელოდებიან, თუმცა რამდენად შესრულდება მორიგი დაპირება, ძნელი სათქმელია.

გვანცა წულაია
14.09.2022

საქართველოში ყველი არანორმალურად გაძვირდა. წინა წელთან შედარებით ფასები თითქმის გაორმაგდა. სიძვირემ მთელი საქართველო მოიცვა და არ არის გამორიცხული, რომ პროდუქტის ღირებულებამ მცირედით კიდევ მოიმატოს. რამ გამოიწვია ყველის ასეთი გაძვირება და ღირებულების გაზრდის გამო, ხომ არ შემცირებულა მოთხოვნა - ამის შესახებ „რეზონანსმა” მოკვლევა ჩაატარა.

ქეთო გოგოხია
13.09.2022

გაჭირვებასთან ერთად, უპერსპექტივო მომავალი ათასობით საქართველოს მოქალაქეს ქვეყნის დატოვებას აიძულებს. სპეციალისტები მაღალ მიგრაციას, ძირითადად, არასახარბიელო სოციალურ მდგომარეობას უკავშირებენ. გამოუვალ სიტუაციაში მყოფი მოსახლეობა ვერც პანდემიამ გააჩერა და როგორც კი ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ დასტაბილურა დაიწყო, დაბრუნებული ემიგრანტები ქვეყნიდან ისევ წავიდნენ და მათ ახალი ნაკადიც მიჰყვა. სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ ბოლო ათწლეულში ემიგრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა.

გვანცა წულაია
13.09.2022

საქართველომ ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტი მკვეთრად გაზარდა. მაჩვენებლები იმდენად დიდია, რომ საუბარია რეკორდზეც. შესაბამისად, თვალში საცემად ექსპორტირებული ელექტროენერგიიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც 337%-ითაა გარზდილი. უფრო კონკრეტულად, იანვარ-ივლისის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე ელექტროენერგიის რეალიზაციიდან ქვეყანამ 64.78 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14.8 მილიონი იყო.

გვანცა წულაია
13.09.2022

საავტომობილო ინდუსტრიაში სულ მალე შესაძლოა, ახალი ცვლილება შევიდეს ძალაში. საუბარია იმპორტირებული ავტომობილის ასაკის შეზღუდვაზე. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოში 10 წელზე ხნოვანი მანქანების შემოყვანა აიკრძალება. „რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რას მოიტანს მოსალოდნელი ცვლილება, ხომ არ გააძვირებს ავტომობილებს და შეამცირებს ავტობიზნესის ბრუნვას?

თიკა სიბოშვილი
12.09.2022

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და მანამდე კი პანდემიამ მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. არსებული ვითარების გამო, საერთაშორისო ბაზრებზე მდგომარეობა ძალიან დაიძაბა, რის გამოც მოსახლეობა საკვების დეფიციტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. შიმშილობა მსოფლიოს უამრავი ქვეყნისთვის შეიძლება დიდ პრობლემად რჩება, თუმცა საქართველოს ეს არ ემუქრება. როგორც, „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას სპეციალისტები აღნიშნავენ, ქვეყნის მოსახლეობა მოახლოებულ ზამთარს რთულად არ გადაიტანს.

ქეთო გოგოხია
12.09.2022

ლარის გამყარება კომუნალური გადასახადების გაიაფების  წინაპირობაა, მაგრამ გამოიყენებენ თუ არა ამ შესაძლებლობას, უცნობია. წელს სემეკი დენისა და წყლის ტარიფს არ დაითვლის, ხოლო გაზის გადასახადი უმნიშვნელოდ შეიძლება დაკორექტირდეს. იქნება ეს ზრდის თუ კლების მიმართულებით, ამაზე მარეგულირებელი არ საუბრობს და აცხადებს, რომ ტარიფის დადგენისას რა მოცემულობაც იქნება, ცვლილებაც შესაბამისად გატარდება. ამ დროს ენერგეტიკოსების ნაწილი ირწმუნება, რომ ყველა ტიპის კომუნალური გადასახადის გაიაფების რესურსი რეალურია, რადგან ქართული ვალურა დოლართან მიმართებით 50 თეთრით არის გამყარებული.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×