რეზონანსი
07.07.2022

ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რატომ არ სურს მმართველ გუნდს საარჩევნო ბარიერის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე დაწევა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკაში" ისაუბრა. მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების გაჟღერების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა რადიკალური პოზიცია დაიკავა და მუშაობაზე უარი განაცხადა, ამიტომ მმართველი გუნდი ამ ორ საკითხს ერთმანეთს აბამს.

„ამიტომ, ჩვენ ამ შემთხვევაში ვაბამთ ამ საკითხებს, რომ ოპოზიციამ შეასრულოს თავისი წილი სამუშაო ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და ამის შემდეგ, როცა დავინახავთ, რომ ეს სამუშაო შეასრულეს და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ავტომატურ რეჟიმში მოჰყვება ამას ბარიერის დაწევა. ამ შემთხვევაში ოპოზიციას უკვე სასპეკულაციო არეალი ეზღუდება. თუ მათ ოდნავი სურვილი აქვთ, რომ საქართველომ ეს სტატუსი მიიღოს, ყველა პირობა არსებობს აქ მუშაობისთვის. მაგრამ სამწუხაროდ, მათში ისევ ის ინსტინქტები ჭარბობს, რაც მიმართული იმისკენ, რომ პროცესის ნორმალურ ვითარებაში გადაყვანის ყველა მცდელობა იყოს დაბლოკილი და რამენაირად რევოლუციური სცენარი განხორციელდეს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეკემბერში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×