რეზონანსი
08.07.2022

ზუგდიდის ცენტრში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქალაქის ცენტრში ყოფილ ცოლს დანით მისდევდა.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში თვითმხილველი ნიკა ლაშხია წერს. მისი თქმით, შუაგულ ზუგდიდში, ფოსტასთან, ქალი შველას ითხოვდა.

„სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი შემზარავი ინციდენტის თვითმხილველი. შუაგულ ზუგდიდში, ფოსტასთან, ქალი შველას ითხოვდა. დავიბენი და ამ ქალისკენ გავიქეცი, მალევე პატრული გამოჩნდა და იქვე ავტობუსის გაჩერებასთან კაცი დააკავეს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ქალის ყოფილი ქმარია და დანით ხელში, მოსაკლავად მოსდევდა მას.

საბედნიეროდ გადარჩა, ბავშვიც იქვე ყოფილა, რაც შევძელი ის იყო რომ ვამშვიდებდი ამ ქალბატონს. პირველად ვნახე სიკვდილისთვის განწირული და სიკვდილისგან დახსნილი ადამიანი. არ ვიცი რა ვთქვა, შოკში ვარ...მადლობა პატრულის თანამშრომლებს!" - წერს სოციალურ ქსელში ნიკა ლაშხია.

წყარო: "დაიჯესტი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×