რეზონანსი
08.07.2022

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ინდონეზიაში G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დახურულ ნაწილში რუსეთის დელეგაციას უკრაინის საზღვაო პორტებიდან სურსათის ექსპორტის განბლოკვისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.

The Washington Post-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბლინკენმა რუსეთის დელეგაციას მიმართა და განაცხადა, რომ „უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის" და „უკრაინის მარცვლეული თქვენი მარცვლეული არ არის".

„ჩვენს რუს კოლეგებს მინდა ვუთხრა: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენი მარცვლეული არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს?"- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×