რეზონანსი
09.07.2022

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ და ტერიტორია დატოვონ.

„რაც არ უნდა რთული იყოს სიტუაცია ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში, ხერსონის ან ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიაზე ყოფნა ბევრად უარესი და საშიშია. რუსეთშიც რომ განახორციელონ მათი დეპორტი, ჩვენ მაინც ვიპოვით გზას, რომ დავეხმაროთ ხალხს დაბრუნებაში,“- აღნიშნა ვერეშჩუკმა.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე სასტიკი ბრძოლაა მოსალოდნელი, ვინაიდან უკრაინული ძალები მათ დეოკუპაციას გეგმავს.

“ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს. იქნება უზარმაზარი ბრძოლები. არავის შეშინება არ მინდა, ყველას ყველაფერი ისედაც ესმის“, - აღნიშნა ვერეშჩუკმა და მოსახლეობას „ყველა შესაძლო საშუალებით ევაკუაციისკენ“ მოუწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×