რეზონანსი
10.09.2022

მმართველი პარტიის წევრი მიხეილ სარჯველაძე ადასტურებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული სპეცოპერაციები, რომლებზეც „ქართული ოცნებიდან" წასული დეტუპატეტები საუბრობენ, შეიძლებოდა უკეთესად დაგეგმილიყო.

სარჯველაძის განცხადებით, იმის მტკიცება რთულია ვის რა ჩანაფიქრი ჰქონდა და როგორ ახორციელებდა, თუმცა სპეცოპერაციების სხვანაირად დაგეგმვა ნამდვილად შეიძლებოდა.

„კლუბ „ბასიანის" შემთხვევაში ძნელია ამტკიცო, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია და აქცია, მაგრამ გულწრფელები რომ ვიყოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ნამდვილად შესაძლებელი იყო ამ მანკიერი და არახელსაყრელი რეზულტატების პრევენცია. ნამდვილად შემიძლია გარანტირებულად ვთქვა, რომ ეს იყო შესაძლებელი, მითუმეტეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამასთან დაკავშირებით გაფრთხილებებიც, მოსაზრებებიც წინასწარ იყო, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმას შეიძლება გამოეწვია დიდი უხერხულობები. რასაკვირველია, შეიძლებოდა ყველაფრის დაგეგმვა ისე, რომ ნაკლებად მზღუდავი, ნაკლებად ინტენსიური ყოფილიყო ისეთ ადამიანებთან მიმართებით უფლებების შეზღუდვა, რომელთან მიმართებითაც არ არის გამართლებული ასეთი ღონისძიებების გატარება. თუნდა 20 ივნისი - ვის რა ჰქონდა ჩანაფიქრი და როგორ ახორციელებდა, ამის მტკიცება მე ნამდვილად გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია ნამდვილად ვთქვა, რომ შეიძლებოდა მხედველობაში მიღება ცალკეული ფაქტორების, რის შედეგადაც უკეთ დაიგეგმებოდა ოპერაცია, რბილად რომ ვთქვათ",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატები კლუბ „ბასიანსა" და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებს „შეგნებულ დანაშაულს" უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ „უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა".

დეპუტატების განცხადებით, გიორგი გახარიას ხელით ორგანიზებული სპეცოპერაციები პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×