რეზონანსი
31.10.2022

72 წლის კაცს ბავშვებზე და ახალგაზრდა ქალზე ძალადობას ედავებიან. ყველა მათგანი შშმ პირია. მოძალადე მიკროავტობუსის მძღოლს ბენეფიციარი შშმ პირები სარეაბილიტაციო ცენტრში დაჰყავდა. დანაშაულს სისტემატური ხასიათი ჰქონდა. სისხლის სამართლის საქმეში ვიდეომტკიცებულებებიც დევს.

უმძიმეს დანაშაულში მხილებული პირი უკვე დაკავებულია. მის ვინაობას "ტვ პირველეი" საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ ასახელებს.

 72 წლის კაცის საქმის პოლიცია 3 წლის განმავლობაში სწავლობდა, თუმცა მტკიცებულებების მოპოვებას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ,  მისი დაკავება ოპერატიული ღონისძიების საფუძველზე მოპოვებული ვიდეომასალით მოხდა.

ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში კაცი 7 წლის განმავლობაში იყო დასაქმებული. ის  5-მდე შშმ პირზე სისტემატურად ძალადობდა.

მომხდარზე სამართალდამცველებმა 26 წლის გოგო გამოკითხეს, დანარჩენ პირებს მეტყველება უჭირთ და ამბავი ვერ გადმოსცეს.

„მომხდარით გაოგნებულები არიან დაკავებული მამაკაცის ოჯახის წევრები და მეზობლებიც. შოკში ვართ მთელი ხალხი. არავის არ სჯერა ეს პროცესი. ვერ გეტყვით, არ ვიცით არაფერი", - ამბობს მეზობელი. 

პოლიციამ გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინა ყველას, ვინც აღნიშნულ საქმეზე გამოიკითხა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×