რეზონანსი
08.01.2023

უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრო ლუბინეცი, რუსეთის ომბუდსმენს ტატიანა მოსკალოვას შეხვდება. როგორც ცნობილია, შეხვედრა თურქეთის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ლუბინეცი ტელეგრამ არხზე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხი, ტყვეების დაბრუნება იქნება. ამას გარდა, შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ სამოქალაქო მძევლების დაბრუნების საკითხის წამოყენება სურს.

"შეხვედრა თურქეთში რამდენიმე დღეში გაიმართება. მთავარი საკითხი, რომელზეც ვისაუბრებთ, არის ჩვენი გმირების სახლში დაბრუნება. ცალკე დავაყენებთ სამოქალაქო მძევლების დაბრუნების საკითხს, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ მასობრივად დააკავა.

ჩვენ არ ვიცით, როგორ მოიქცევა რუსული მხარე, თუმცა, წინასწარ ვიღებთ დადებით სიგნალებს, რომ ისინი მზად არიან განიხილონ ეს საკითხი.

აღვნიშნავ, რომ ჟენევის კონვენციების მიხედვით, ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდობიანი მოქალაქეების გაცვლა. რუსეთის ფედერაციის მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გაათავისუფლონ", - დაწერა ლუბინეცმა ტელეგრამზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×