რეზონანსი
08.01.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი თავს კვლავ სუსტად გრძნობს.

„ქრება ადამიანი თვალწინ, უბრალოდ, ყურებაც შეუძლებელია. რასაც ვხედავ, ხვალინდელ პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, მისი ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა, თუნდაც დისტანციურად. რაღაც მდგომარეობა არის ხოლმე ხანდახან რომ ვეუბნები, აბა, თავი გადააბრუნე და თავსაც კი ვერ აბრუნებს", -განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს, 12:00 საათზეა დანიშნული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×