რეზონანსი
08.01.2023

დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის, ნოდარ ყარალაშვილის მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ დესტაბილიზაციის მსურველები კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.

„იყო დრო, როდესაც დესტაბილიზაციის სურვილების გამხმოვანებელი სააკაშვილი იყო და საზოგადოებას კარგად ახსოვს არჩევნების პერიოდში, როგორ მოდიოდა ის ხან წლით და ხან მიწით. შემდეგ რომ ჩაუვარდათ ეს დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმა და სააკაშვილი დააპატიმრეს, ახლა ისე გარედან მიმართეს ნაცნობ ხერხს და ახლა ისევ გარედან ცდილობენ დესტაბილიზაციის რაღაცა კერების გაჩენას, ისმის იქიდან მუქარის განცხადებები საკუთარი სამშობლოს მიმართ.

რადგანაც ამ დესტაბილიზაციის სურვილი მუდმივად აქვს ამ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, მინდა ყველას შევახსენო, რაც ისედაც საქართველოს კონსტიტუციაში და სისხლის სამართლის კოდექსში, თუკი ვინმეს ექნება იმის სურვილი, რომ საკუთარი ქვეყნის, ხალხის ნების, სამშობლოს წინააღმდეგ რაიმე სახის დესტაბილიზაცია განახორციელოს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს", - განაცხადა მათიკაშვილმა.

უკრაინაში მებრძოლმა „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა ნოდარ ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საქართველოში ტანკებით შემოსვლით იმუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×