რეზონანსი
08.01.2023

ამ დილით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრე შეყელაძე მოკლეს. შეყელაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ მისივე თანამშრომელმა ესროლა. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას თბილისში მოხდა. 

დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი - გიორგი მღებრიშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ის დაკავებისას ნასვამ მდგომარეობაში იყო.

მოკლული და დაკავებული მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ, ბრალდებულმა სამინისტრო რამდენიმე თვის წინ დატოვა და კადრების განკარგულებაში იყო.

პოლიციელი, გიორგი მღებრიშვილი ახლა ზაჰესში წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვა ტარებას ედავებიან.

ჯერჯერობით უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივი.

გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×