რეზონანსი
26.03.2023

ჩვენ დაგვცინიან, ჩვენ ერს, ჩვენ კულტურას, ჩვენ სახელმწიფოებრიობას არაფრად აგდებენ - ეს ვანდალები, ეს მანიაკის მფარველები, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კუჭაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი, რომელიც ბიზნესმენის ცემაში, გირგვლიანის მკვლელების მფარველობაში და ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევისთვის, პასუხსიგებაშია მიცემული, აძლევენ ჯილდოს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის დარგში, ეს არის შეტევა დემოკრატიაზე.

„ექსპრეზიდენტი, რომელიც ბიზნესმენის ცემაში, მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევაში, გირგვლიანის მკვლელების მფარველობაში და ჩვენი ქვეყნის საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის,შესაბამისად, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევისთვის, პასუხსიგებაშია მიცემული, - აძლევენ ჯილდოს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის დარგში.

ეს არის შეტევა დემოკრატიაზე და სიტყვა „დემოკრატიის" გაუფასურება, მსოფლიო გაგიჟდა და ფაშიზმს დემოკრატიას ეძახის.

ჩვენ დაგვცინიან, ჩვენ ერს, ჩვენ კულტურას, ჩვენ სახელმწიფოებრიობას არაფრად აგდებენ - ეს ვანდალები, ეს მანიაკის მფარველები", - წერს შაკო კუჭაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×