რეზონანსი
20.04.2023

ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: უკრაინის კანონიერი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია. დროთა განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა დაგეხმარებათ იმაში, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან პირობა დადო, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რომ ნატო-ს მოკავშირეებმა ათობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს და ქვეყანას მხოლოდ სამხედრო დახმარების სახით, 65 მილიარდი ევროს დახმარება გაუწიეს.

„ნატო თქვენს გვერდით დგას დღეს, იდგება ხვალ და იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი კიევს დღეს ეწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×