რეზონანსი
20.04.2023

კვლევის მიხედვით, ძალიან დადებითი დინამიკაა ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შემცირების მიმართულებით, - აღნიშნულის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოება ადრინდელზე უკვეთ არის ინფორმირებული ბავშვთა უფლებების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელისუფლების მკაცრი რეაგირება, ბავშვისა და ქალის მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე.

კვლევის მიხედვით, 2018 წლიდან 2022 წლამდე, 66% -დან 29.4% -მდეა შემცირებული ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება; 31%-დან 4.8%-მდე შემცირდა ფიზიკური დასჯა; 5%-დან 0.1%-მდე შემცირებულია სასტიკი ფიზიკური დასჯა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის სამედიცინო სერვისები და ხარისხიც, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეებისა და ბავშვებისთვის, უზრუნველყოფს .

„ეს არის მუშაობის და გატარებული რეფორმების შედეგი, რაც თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში გამოიხატება. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად, გეოგრაფიული ბარიერები კვლევაში, თითქმის, არ ფიქსირდება", - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×