რეზონანსი
20.04.2023

ძალიან მიხარია, რომ ორი დღეა გარემოს დაცვის საკითხებს ვიხილავთ და პარლამენტის დარბაზი არის ასეთი სავსე. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ოცნება ასრულდა და ოპოზიცია მონაწილეობას იღებს გარემოს დაცვის საკითხების განხილვაში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის გამოსვლის შემდეგ.

მაია ბითაძის თქმით, სასიხარულოა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები კითხვებს სვამდნენ ჰაერის დაბინძურების, წიაღის გადამუშავების, ოზონის შრის, ტყვიის შემცველობის შესახებ და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე.

„მაგრამ ერთი პრობლემა მაინც იყო, გაცდენებმა თავისი შედეგი გამოიღო, იმიტომ, რომ თქვენ არ იცოდით, რომ ძალიან ბევრი კანონი უკვე მივიღეთ, მათ შორის ამ მოწვევის პარლამენტში", - მიმართა მაია ბითაძემ ოპოზიციას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×