რეზონანსი
18.05.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის არმიცემით, ანსამბლ „მართვეს" ხელოვნური ბარიერი შეუქმნეს, თუმცა თუ ეს კონკრეტული ადამიანის შვილის გამო მოხდა, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.

„ხელოვნური გაჭიანურების ფაქტი დაიდო. დაახლოებით 50 ბავშვზე იყო საუბარი, თუ არ ვცდები. 50-დან 10-ს რომ ეტყვი, რომ მოესწრება [ვიზა] და 40-ს ეტყვი, არ მოესწრებაო, ის ანსამბლი, ის 10 ბავშვიც ვერ წავა ხომ?! დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც ხელოვნურად აჭიანურებენ და ანსამბლს არ უშვებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიღაცის შვილზე თუ იყო ეს დამოკიდებული, ეს კიდევ უფრო მეტი პრობლემა ყოფილა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ეს კითხვებიც, სამწუხაროდ დაისვა გუშინ", - განაცხადა მდინარაძემ.

ამერიკის საელჩომ ანსამბლ „მართვეს" - 50 ბავშვს შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე პრობლემები შეუქმნა. საელჩომ ჯგუფს სააპლიკაციო განაცხადების ერთობლივ განხილვაზე უარი უთხრა და ინდივიდუალური გასაუბრება შესთავაზა, თუმცა ამის შესაძლებლობა, განრიგის მიხედვით, მხოლოდ ნოემბერში აქვთ. ეს მაშინ, როდესაც კონცერტი ივლისში იგეგმება. ყველაფერი კი შეთანხმებული და ორგანიზებული იყო ამერიკული მოწვევით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×