რეზონანსი
20.05.2023

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს რუსეთთან ფრენების აღდგენას აპროტესტებენ, თავის დროზე ღიად, საჯაროდ აცხადებდნენ, რომ რუსმა ტურისტებმა საქართველოში უნდა იმოგზაურონ.

„არაერთი ლიდერი, რომელიც დღეს აქტიურად გმობს საქართველოს პოზიციას იმის გამო, რა გადაწყვეტილებაც მიიღო რუსეთმა, იმავე საკითხთან დაკავშირებით მათ თავად ჰქონდათ გადაწყვეტილებები მიღებული და ღიად, საჯაროდ აცხადებდნენ, რომ რუსმა ტურისტებმა საქართველოში უნდა იმოგზაურონ. ეს ადამიანები ვერაგული გეგმებით არიან დაინტერესებულები. მათი სურვილია, რომ შექმნილი ვითარება გამოიყენონ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნან საქართველოს“, - აცხადებს სარჯველაძე.

რუსეთის მიერ ცალმხრივად მოქმედი შეზღუდვის გაუქმების შემდეგ კომპანია „აირზენამ“ რუსეთში პირველი რეისი შეასრულა. ფრენების აღდგენას აპროტესტებს რადიკალური ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად მოხსნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით ხვდებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×