რეზონანსი
20.05.2023

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, გაზაფხულზე რუსეთმა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ხელისუფლებაში პრორუსი ძალების მოყვანა სცადა.

„ხელისუფლების დამხობის გეგმები იყო, თუმცა ჩავარდა, მათ შორის იმიტომ, რომ საკმარისი ინფორმაცია გვქონდა და ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა კარგად იმუშავეს", - განაცხადა სანდუმ.

ამასთანავე, სანდუ დარწმუნებულია, რომ კრემლს ახალი მცდელობა ექნება.

„თუმცა ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. იქნენა ახალი მცდელობები, ვინაიდან კრემლის გეგმები ნათელია - კიშინიოვში არსებული ხელისუფლების პრორუსულით ჩანაცვლება და მოლდოვის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×