რეზონანსი
20.05.2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ მისი რუსეთში ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს, ხოლო მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ ისრაელი უკრაინასთან მიმართებაში საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და მორალურ მხარდაჭერით შემოიფარგლება.

ანალიტიკოსის თქმით, ბაიდენი ეცადა ჩარეოდა ისრაელის მართლმსაჯულების რეფორმებში და ხისტი პასუხი მიიღო ისრაელის მთავრობისგან.

„ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა The Jerusalem Post-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთში ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს, ხოლო მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ ისრაელი უკრაინასთან მიმართებაში საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და მორალურ მხარდაჭერით შემოიფარგლება. თუმცა, ისრაელი იცავს „რუსეთის ებრაული სააგენტოს" უსაფრთხოების ინტერესებს.

უკრაინის საკითხზე აშშ-ის მემარცხენე ადმინისტრაცია გაუბედავს ისრაელს რაიმე სახით დამუნათებას? ცხადია ვერ, რადგან სპონსორებისგან საკადრის პასუხს მიიღებს თავად ამერიკაში. ბაიდენი ეცადა ჩარეოდა ისრაელის მართლმსაჯულების რეფორმებში და "ზალპური", ხისტი პასუხი მიიღო ისრაელის მთავრობისგან. მეტიც, პრემიერი ნეთანიაჰუ გაბრაზებულია თეთრ სახლზე, რადგან როდესაც ხელახლა აირჩიეს დეკემბერში, ვაშინგტონიდან მას დღემდე მიწვევა არ მიუღია. შედეგად, ისრაელის მთავრობის მეთაურმა აუკრძალა მინისტრებს ოფიციალური-საქმიანი ვიზიტით ეწვიონ აშშ-ს, სანამ იქიდან მას არ მოუვა მიწვევა", - წერს გია აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×