რეზონანსი
20.05.2023

დღეს, 20 მაისს ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-თან რუსეთთან ფრენა აღადგინა. როგორც რუსული მედია წერს, ავიაკომპანიამ პირველი რეისი უკვე შეასრულა.

თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ყველაზე იაფი ბილეთი 824 ლარი ღირს და ყველაზე იაფიანი რეისი 22 მაისსაა დაგეგმილი, ბილეთის ფასი, 824 ლარსა და 90 თეთრს შეადგენს. დანარჩენ რეისებზე ერთი გზის ბილეთის საშუალო ფასი 950 ლარზე მეტია.

15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა. 16 მაისს Georgian Airways-მა განაცხადა, რომ ის მოსკოვთან ფრენებს აღადგენს. თბილი-მოსკოვის მიმართულებით ფრენები კვირაში 7-ჯერ განხორციელდება.

გუშინ, 19 მაისს უკვე შესრულდა პირველი პირდაპირი ფრენა მოსკოვიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×