რეზონანსი
12.08.2023

როგორც გარემოს ეროვნილი სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძვანელმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენა სტიქიის თანმდევი პროცესია

როგორც მერაბ გაფრინდაშვილმა აღნიშნა, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის პირველივე საათებიდან პირველივე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, გეოლოგები იმყოფებიან სტიქიის ზონაში.

„გეოლოგები მუშავბენ, აფასებე ვითარებას, აწარმოებენ კვლევას. პრინციპში სრულად დაიდო ის მიზეზები, რომელიც ჩვენს დასკვნაშია და რომელიც დაადასტურა ძალიან მაღალი გარჩევადობის სატელიტურმა სურათებმა, რომელიც სტიქიამდე ორი საათით ადრე იყო გადაღებული. ეს მოვლენები რაც ახლა ჭალა-კალაპოტის ზონაში მიმდინარეობს, მდინარე ბუბის წყლის კალაპოტის ზონაში, არის თანმდევი პროცესები, რომელიც ყოველთვის თან ახლავს მსგავს სტიქიებს, როგორიც გვქონდა მიმდინარე წლის სამ აგვისტოს. ჩვენ მაინც გადავაზუსტეთ, ამ დილით ჯგუფები შევფრინდით ხეობაში. რაიმე სახის სერიოზული პროცესებს ადგილი არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი დიდი სტიქიების შემდგომი პროცესები ჭალა-კალაპოტის ზონებში", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×