რეზონანსი
12.08.2023

ნაპრალები კლდეებზე, გახლეჩილი მიწა, ბზარები სახლებზე და გააქტიურებული მეწყრული ზონა - ასეთია ვითარება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში. ადგილობრივი მოსახლეობა ეკოლოგიურ კატასტროფაზე და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა არაკანონიერი სამუშაოების შედეგად განვითარდეს.

უკვე 1 წელზე მეტია "ჯორჯიან მანგანეზი" მადნის მოპოვების სამუშაოებს სოფელში ისე აწარმოებს, რომ არც გეგმა და არც სამუშაო პროექტი არავის უნახავს. ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ მძიმე ტექნიკა სამუშაოებს არ შეწყვეტს, მეწყრული ზონები ზოდში კიდევ უფრო გააქტიურდება.

სოფელ ზოდის მოსახლეობის პრობლემით ამ დრომდე არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულა. განმარტებები არც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს გაუკეთებიათ.

ადგილობრივები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრასა და სოფელში მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ. ისინი ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობას არ შეწყვეტს სოფლის მოსახლეობა გზის გადაკეტვას აანონსებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×