რეზონანსი
13.08.2023

"ლელოს" თავმჯდომარე შს მინისტრის დღევანდელ განცხადებებს შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რუსული მენტალობის მინისტრის განცხადებებს უწოდებს და ამბობს, რომ ის, რაც გომელაურმა თქვა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და გამოძიება სჭირდება:

"დღეს ჩვენ მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება შოვში, რომელიც იყო ტიპური რუსული მენტალობის, რუსული მმართველის და რუსეთის შს მინისტრის მსგავსი განცხადება. ეს იყო ცინიზმით სავსე, ეს იყო პრაქტიკულად მთელი ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა, ადამიანის, როგორც ასეთის უგულებელყოფა და ტყუილებით სავსე განცხადება.

ის, რომ ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის ეს საქართველოს მოსახლეობამ და თითქმის ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ამავე დროს, თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული.

ამიტომ, ამ რუსულ მმართველობას თავის მინისტრებიანად უნდა დავუსვათ წერტილი! ამ საქმეს რაც შოვში მოხდა, სჭირდება საკმაოდ სერიოზული გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი ამ რუსული მენტალობის მატარებელი მმართველების ჩამოშორება ამ ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან. " ამბობს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, შს მინისტრი შოვის ტრაგედიის შემდეგ ჟურნალისტებთან დღეს პირველად გამოჩნდა. ის სტიქიის ზონაში ჩავიდა და პირველი განცხადებები გააკეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ღამის ფრენის საშუალებები არსებობს, თუმცა მთა-გორიან რელიეფზე, ღამის საათებში მათი მუშაობა სახიფათოა - "თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, არ არის დაშვებული" - თქვა შს მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×