რეზონანსი
13.08.2023

მწერალთა სახლის ახალმა დირექტორმა ქეთი დუმბაძემ „ქრონიკას" განუცხადა, რომ იმ ადამიანებს შორის, რომელთათვისაც მისი კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა, ზოგიერთთან მას მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს.

დუმბაძემ დასძინა, რომ ცდილობს, სოციალურ ქსელში აღნიშნული პირების სტატუსები არ წაიკითხოს.

„იცით რა მეწყინა ყველაზე მეტად? თურმე, ასეთი შეკითხვით მომმართა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, იქაურმა, რომ რა გინდა, რისთვის მოდიხარ მწერალთა სახლში, რომ სოფლის კლუბად გადააქციოო?! რას ნიშნავს სოფლის კლუბი? - სოფლის კლუბებში იზრდებოდნენ უნიჭიერესი ბავშვები, რომლებიც შემდეგ დიდი მწერლები ხდებოდნენ!", - განაცხადა დუმბაძემ.

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოსცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×