რეზონანსი
20.09.2023

ჩვენ დღეს დარბაზში ვიხილეთ დესტრუქციული ოპოზიციისგან შემდეგი სურათი, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას დარბაზში არ ჰყავდა კაცები. ჰყავდათ მხოლოდ 4 ნერვებაშლილი ქალი და არმაზ ახვლედიანი. ეს არის მათ დიაგნოზი, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„მათ ვერ მიაღწიეს ომს და, ახლა, როგორც ჩანს, შევდივართ ძალიან სახიფათო ფაზაში, როდესაც დესტრუქციული, მაგრამ ოპოზიცია, რომელიც არჩია ხალხმა, უარს ამბობს იჯდეს დარბაზში და თავის სტრატეგიად ირჩევს იმ უზრდელობას, რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ ქალების მხრიდან. ირჩევს ჩხუბს და მუშტი-კრივს, ირჩევს მუქარას და სხვა ამგვარ ქცევებს. ეს ნიშნავს, რომ რაკი ომს ვერ მიაღწიეს, ცდილობენ ამ ქვეყანაში მოაწყონ პროვოკაციები ქუჩაში და დესტაბილიზაცია. არმაზ ახვლედიანი ვერ იქნება თქვენი ბრძოლის იარაღი, იმიტომ რომ ლუზერებით და უზრდელებით, ოპოზიციური პარტიები ვერსად გაფრინდებიან. ამ ქვეყანაში ომი არ მოხდა და ვერც დესტაბილიზაცია მოხდება", - განაცხადა წულუკიანმა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, „მინისტრის საათის" ფორმატით, უწყების მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშით წარდგა. თეა წულუკიანმა სპორტულ მიღწევებსა და კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა და ოპონენტები მწვავედ გააკრიტიკა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×