რეზონანსი
01.11.2023

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბრალი, რომელიც ჯერ არ დადასტურებულა და სასჯელი არ არის, მასზე პრეზიდენტი შეწყალებას ვერ გასცემს.

„მიხეილ სააკაშვილი სამი საქმიდან ერთ საქმეზეა მისჯილი, ორზე სასჯელი არ არის. როგორც კი ერთ საქმეზე შეიწყალებს პრეზიდენტი, მეორეზე შეაბრუნებენ ციხეში. მერე მესამეზე შეიწყალოს? ანუ, სალომე ზურაბიშვილი უნდა იჯდეს და კვირაში ორჯერ სააკაშვილი უნდა იწყალოს? ამას ნიკა გვარამია როგორ ამბობს, გაოგნებული ვარ, რადგან კვალიფიციური იურისტია. წინმსწრებად ხომ არ შეიწყალებს? შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია ხომ არ არის, ინდულგენციებს რომ გასცემდნენ? ეს ასე არ ხდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია ახლა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს. გვარამია ამბობს, რომ პრეზიდენტმა უნდა აღიაროს შეცდომა და საკუთარ სიტყვებს გადააბიჯოს. ნიკა გვარამია განმარტავს, რომ შეწყალებით სალომე ზურაბიშვილზე კითხვის ნიშნები მოიხსნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×