რეზონანსი
01.11.2023

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს მთავრობათაშორის საერთაშორისო მექანიზმის - ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან დაახლოებისა და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) 2020 წლის რეკომენდაციებისა და შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.

მისი განცხადებით, კანონში ტერმინი „დასაბუთებული ვარაუდი“ იცვლება ტერმინით - „გონივრული საფუძველი“.

ცვლილების თანახმად, სამთავრობო კომისიას მიენიჭება უფლებამოსილება სანქცია დაკისრებულ პირთა ეროვნულ სიაში შეყვანილი პირების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს როგორც გაეროს შესაბამის სანქციათა კომიტეტს, ისე სხვა სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, რათა მათაც გაატარონ შესაბამისი შემზღუდველი ზომები სანქცია დაკისრებულ პირებთან მიმართებით.

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში საქართველო გაიუმჯობესებს სარეიტინგო ქულას MONEYVAL-ის რეიტინგში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×