რეზონანსი
03.11.2023

საბედნიეროდ, საქართველო უკვე არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თავიდანვე ცხადი იყო, ოპოზიციის წარმომადგენლებს რისთვის სჭირდებოდათ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი.

„მათ ხელში სტატუსის საკითხია ერთადერთი იარაღი, ქვეყანაში რაიმე მოტივით არეულობა გამოიწვიონ და არჩევნების გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდება მოახერხონ. სხვა არანაირი რესურსი არ აქვთ დარჩენილი, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ. ასეთი ქმედებებით საკუთარი თავს და რეპუტაციას აზიანებენ. მათი მიზანია, საქართველო ევროკავშირის გაფართოების მიღმა დატოვონ. საბედნიეროდ, საქართველო უკვე არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი და დანარჩენი ის ეტაპებია, რაც ჩვენმა ქვეყანამ უნდა გაიაროს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის სურვილი იყო, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინაპირობა სააკაშვილის საკითხი ყოფილიყო.

„მათი ოცნება იყო, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის წინაპირობა რამენაირად სააკაშვილის საკითხი ყოფილიყო. ასე ხდებოდა გასულ წლებშიც, როცა „ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნები პასუხს აგებდნენ დანაშაულისთვის. ათი წლის განმავლობაში მათი მხრიდან ბევრი მსგავსი მცდელობა გვინახავს. უვიზო მიმოსვლისას მერაბიშვილის საკითხის წინ წამოწევას და წინაპირობად დაყენებას ლობირებდნენ, ახლა სააკაშვილის საკითხს ლობირებენ, რომ ეს იყოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშემშლელი გარემოება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი წინაპირობაა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, რასაც საქართველო მიჰყვება და ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ქვეყანაში აღარ განმეორდეს ადამიანის უფლებების ისეთი დარღვევები, რაც წლების წინ იყო, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და პირობებში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×